Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 62

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 62. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია . სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 8 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

2.სხდომის გახსნის წინ, ასევე კენჭისყრის წინ ტარდება უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაცია.

3.უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში, პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ადასტურებს უმაღლესი საბჭოს აპარატი, რომელიც პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის.

4.თუ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შედეგი და უმაღლესი საბჭოს აპარატის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციან ჯგუფს უფლება აქვთ, მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

5.თუ პლენარული სხდომის გახსნისას არ დარეგისტრირდება უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.

6.უმაღლესი საბჭოს სხდომის გახსნისას და კენჭისყრის წინ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შემდეგ უმაღლესი საბჭოს აპარატი აღრიცხავს უმაღლესი საბჭოს წევრთა დასწრებას. ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – ფრაქციათა თავმჯდომარეების დავალებით ფრაქციის სხვა წევრები, რეგისტრაციამდე უმაღლესი საბჭოს აპარატს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე რეგისტრაციამდე წერილობით აცნობებს უმაღლესი საბჭოს აპარატს.

7.თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები განსაზღვრულ ვადაში არ მიაწვდიან უმაღლესი საბჭოს აპარატს ინფორმაციას, უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.

8.უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით გაიაროს რეგისტრაცია. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად  ჩაეთვლება, თუ იგი არ გაივლის კენჭისყრის წინ გათვალისწინებულ რეგისტრაციას. ამ პუნქტის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას რეგლამენტის 124-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.

9.უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

10.უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, შეხვედრები უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის დავალების შესრულება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა.

11.უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება ასევე უმაღლეს საბჭოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, უმაღლესი საბჭოს წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

12.უმაღლესი საბჭოს აპარატი ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნის უმაღლესი საბჭოს წევრების პლენარულ სხდომებზე დასწრების აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებს და უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ პლენარული სხდომების გაცდენის მიზეზების თაობაზე წარდგენილ წერილობით მიმართვებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის რეგლამენტი №09 - ვებგვერდი, 18.06.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 11 მარტის რეგლამენტი N07-ს - ვებგვერდი, 11.03.2022 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 სექტემბრის რეგლამენტი N18-ს - ვებგვერდი, 18.09.2025 წ.

რედაქციების შედარება

1. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 2. სხდომის გახსნის წინ, ასევე კენჭისყრის წინ ტარდება უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაცია. 3. უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში, პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ადასტურებს უმაღლესი საბჭოს აპარატი, რომელიც პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის. 4. თუ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შედეგი და უმაღლესი საბჭოს აპარატის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციან ჯგუფს უფლება აქვთ, მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. 5. თუ პლენარული სხდომის გახსნისას არ დარეგისტრირდება უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება. 6. უმაღლესი საბჭოს სხდომის გახსნისას და კენჭისყრის წინ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შემდეგ უმაღლესი საბჭოს აპარატი აღრიცხავს უმაღლესი საბჭოს წევრთა დასწრებას. ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – ფრაქციათა თავმჯდომარეების დავალებით ფრაქციის სხვა წევრები, რეგისტრაციამდე უმაღლესი საბჭოს აპარატს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე რეგისტრაციამდე წერილობით აცნობებს უმაღლესი საბჭოს აპარატს. 7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები განსაზღვრულ ვადაში არ მიაწვდიან უმაღლესი საბჭოს აპარატს ინფორმაციას, უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება. 8.  უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით გაიაროს რეგისტრაცია. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად  არ ჩაეთვლება, თუ იგი არპლენარული სხდომის დღის განმავლობაში გაივლის კენჭისყრისამ წინმუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას.ერთ რეგისტრაციას მაინც. ამ პუნქტის მოთხოვნისმოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას რეგლამენტის 124-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად. 9. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. 10. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, შეხვედრები უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის დავალების შესრულება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. 11. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება ასევე უმაღლეს საბჭოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, უმაღლესი საბჭოს წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. 12. უმაღლესი საბჭოს აპარატი ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნის უმაღლესი საბჭოს წევრების პლენარულ სხდომებზე დასწრების აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებს და უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ პლენარული სხდომების გაცდენის მიზეზების თაობაზე წარდგენილ წერილობით მიმართვებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის რეგლამენტი №09 - ვებგვერდი, 18.06.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 11 მარტის რეგლამენტი N07-ს - ვებგვერდი, 11.03.2022 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 სექტემბრის რეგლამენტი N18-ს - ვებგვერდი, 18.09.2025 წ.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 18 სექ. 2025
  2. 19 აპრ. 2023
  3. 11 მარ. 2022
  4. 7 ოქტ. 2021
  5. 18 ივნ. 2020
  6. 6 მაი. 2020
  7. 26 მარ. 2020
  8. 16 დეკ. 2019
წინა მუხლი 61შემდეგი მუხლი 63

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-08 · №37

1
ციტირებულია მუხლი
8
ცვლილება
ბოლო 2025-09-18
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 124

მიუთითებენ მასზე

მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 66ხმის მიცემა
  • 111თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
  • 61პლენარული სხდომის თავმჯდომარე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 77პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი
  • 81ხმის მიცემა
  • 129თანამდებობის პირების  პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 87პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი
  • 90ხმის მიცემა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 47უმაღლესი საბჭოს
  • 42პარტიების რეგისტრაცია/

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 10უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1012486611161778112948790474262
მითითებამნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 ივლ. 2026