საკონსულო საქმიანობის შესახებ

მუხლი 9. საკონსულო თანამდებობის პირის მოვალეობის დროებით შემსრულებლის დანიშვნა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საკონსულო თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას დროებით ასრულებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

2.თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშნულია ერთზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირი, ერთ-ერთი მათგანის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება დაეკისრება სხვა საკონსულო თანამდებობის პირს. სხვა საკონსულო თანამდებობის პირის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება მინისტრის გადაწყვეტილებით შეიზღუდოს ზოგიერთი საკონსულო ფუნქციის შესრულება.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საკონსულო ფუნქციების შესრულების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო საკონსულო ფუნქციების დროებით შესასრულებლად შეიძლება მივლინებულ იქნეს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიპლომატიური თანამდებობის პირი.

4.საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება მინისტრის გადაწყვეტილებით დაეკისრება ამ საკონსულო დაწესებულების თანამდებობრივად ყველაზე ზემდგომ საკონსულო თანამდებობის პირს. თუ ასეთი თანამდებობის პირი ორი ან ორზე მეტია, მათგან ერთ-ერთს დასანიშნად წარადგენს აღნიშნული საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საკონსულო თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას დროებით ასრულებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. 2. თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშნულია ერთზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირი, ერთ-ერთი მათგანის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება დაეკისრება სხვა საკონსულო თანამდებობის პირს. სხვა საკონსულო თანამდებობის პირის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება მინისტრის გადაწყვეტილებით შეიზღუდოს ზოგიერთი საკონსულო ფუნქციის შესრულება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საკონსულო ფუნქციების შესრულების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო საკონსულო ფუნქციების დროებით შესასრულებლად შეიძლება მივლინებულ იქნეს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიპლომატიური თანამდებობის პირი. 4. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება მინისტრის გადაწყვეტილებით დაეკისრება ამ საკონსულო დაწესებულების თანამდებობრივად ყველაზე ზემდგომ საკონსულო თანამდებობის პირს. თუ ასეთი თანამდებობის პირი ორი ან ორზე მეტია, მათგან ერთ-ერთს დასანიშნად წარადგენს აღნიშნული საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 24 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 მაი. 2014 – 24 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. … – 23 სექ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁹3130242131084313279
მნიშვნელობით ახლოსსაკონსულო საქმიანობის …დიპლომატიური სამსახური…უცხოეთში მცხოვრები თან…საკონსულო მოსაკრებლის …საქართველოს 2026 წლის …არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა