არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 31. საკონსულო დახმარების მიღების უფლება

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე ისარგებლოს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენლის დახმარებით.

2.თუ დაკავებული არასრულწლოვანი ან დაპატიმრებული არასრულწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მისი დაკავების ან დაპატიმრების შესახებ უმოკლეს ვადაში და ნებისმიერ შემთხვევაში არასრულწლოვნის დაკითხვამდე უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. არასრულწლოვნის დაკავების ან დაპატიმრების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

3.თუ არასრულწლოვანი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ აქვს, ან თუ იგი საერთაშორისო დაცვის მქონე პირია ან მოქალაქეობის არმქონე პირია, მას საშუალება უნდა მიეცეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით დაუკავშირდეს იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომელიც მის ინტერესებს იცავს, ან ნებისმიერ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის ამოცანაც არის ასეთი არასრულწლოვნის დაცვა. საქართველოს 2016 წლის 1  დეკემბრის კანონი №55 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 იან. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4¹81¹823125422102316931
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეებ…კანონთან კონფლიქტში მყ…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…საკონსულო საქმიანობის …საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა