საკონსულო საქმიანობის შესახებ

მუხლი 29. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მტკიცდება საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა და განისაზღვრება ამ პროგრამის გავლის წესი და პირობები.

2.მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა, რომლებითაც განისაზღვრება: ა) საკონსულო დაწესებულების გახსნის წესი და ტიპობრივი დებულება; ბ) საკონსულო ფუნქციების შესრულების ზოგადი წესი.

3.მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება საკონსულო თანამდებობის პირის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი.

4.მინისტრმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

5.მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

6.მინისტრმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

7.ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ამავე კანონის ამოქმედების მომენტისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფ პირზე მისი როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ამოწურვამდე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მტკიცდება საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა და განისაზღვრება ამ პროგრამის გავლის წესი და პირობები. 2. მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა, რომლებითაც განისაზღვრება: ა) საკონსულო დაწესებულების გახსნის წესი და ტიპობრივი დებულება; ბ) საკონსულო ფუნქციების შესრულების ზოგადი წესი. 3. მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება საკონსულო თანამდებობის პირის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი. 4. მინისტრმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. 5. მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. 6. მინისტრმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. 7. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ამავე კანონის ამოქმედების მომენტისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფ პირზე მისი როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ამოწურვამდე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 24 მარ. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 23 სექ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2649292820¹²5769248917288729
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაკონსულო საქმიანობის …დიპლომატიური სამსახური…შრომითი მიგრაციის შესა…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საერთაშორისო დაცვის შე…ნოტარიატის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა