Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაკონსულო საქმიანობის შესახებმუხლი 4

საკონსულო საქმიანობის შესახებ

მუხლი 4. საკონსულო საქმიანობის განხორციელება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026
თემები:საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციადაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საკონსულო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები არიან საკონსულო დაწესებულებები და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, თავიანთი საკონსულო ოლქების ფარგლებში.

2.საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს ასევე მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილმა საქართველოს ინტერესთა სექციამ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში.

3.საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში ორი ან ორზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას, თუ მიზანშეწონილია მათი და საკონსულო მოსამსახურეთა კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საკონსულო სამსახური.

4.საკონსულო სამსახურს ხელმძღვანელობს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საქართველოს ინტერესთა სექციის საკონსულო თანამდებობის პირი, გარდა გენერალური კონსულისა.

5.სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს  საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტმა, მესამე სახელმწიფოში არსებულმა საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საკონსულო თანამდებობის პირის მეშვეობით ან საკონსულო დაწესებულებამ.

6.საჭიროების შემთხვევაში სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს აგრეთვე დროებით მივლენილმა საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის თანამშრომელმა ან საზღვარგარეთ საქართველოს სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან სხვა საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნილმა საკონსულო თანამდებობის პირმა. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საკონსულო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები არიან საკონსულო დაწესებულებები და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, თავიანთი საკონსულო ოლქების ფარგლებში. 2. საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს ასევე მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილმა საქართველოს ინტერესთა სექციამ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში. 3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში ორი ან ორზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას, თუ მიზანშეწონილია მათი და საკონსულო მოსამსახურეთა კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საკონსულო სამსახური. 4. საკონსულო სამსახურს ხელმძღვანელობს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საქართველოს ინტერესთა სექციის საკონსულო თანამდებობის პირი, გარდა გენერალური კონსულისა. 5. სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით,თანხმობით საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს   საკონსულო დეპარტამენტმა,და ანდიასპორის საკითხების დეპარტამენტმა, მესამე სახელმწიფოში არსებულმა საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საკონსულო თანამდებობის პირის მეშვეობით ან საკონსულო დაწესებულებამ. 6. საჭიროების შემთხვევაში,შემთხვევაში სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში საკონსულო საქმიანობა შეიძლება ასევე განახორციელოს აგრეთვე დროებით მივლენილმა საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის თანამშრომელმა ან საზღვარგარეთ საქართველოს სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან სხვა საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნილმა საკონსულო თანამდებობის პირმა. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 24 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 მაი. 2014 – 10 იან. 2019 ტექსტი უცნობია

  2. … – 23 სექ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 24 მარ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალის დაფუძნებასერვისის გვერდი
  • ტრანსსასაზღვრო არასამთავრობო საქმიანობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 მარ. 2026 · №6

  • 1 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2026
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 10საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა საქმიანობის კოორდინაცია
  • 3ტერმინთა განმარტება
  • 5საკონსულო ფუნქციების შესრულების ზოგადი წესი

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 3დიპლომატიური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
  • 6დიპლომატიური წარმომადგენლობები
  • 7საკონსულო დაწესებულებები

ნოტარიატის შესახებ

  • 42სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებენდიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირები

საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

  • 2საკონსულო მოსაკრებლის გადახდევინების წესი

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 12შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენცია

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 31საკონსულო დახმარების მიღების უფლება

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 62შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 27საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შემოსულობათა ხარჯვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
367426221225103531274
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაკონსულო საქმიანობის …დიპლომატიური სამსახური…ნოტარიატის შესახებსაკონსულო მოსაკრებლის …უცხოეთში მცხოვრები თან…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 მარ. 2026 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026