გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

მუხლი 14. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის შექმნის თაობაზე“ 6 თვის ვადაში მოყვანილ იქნეს ამ კანონთან შესაბამისობაში.

2.ამ კანონის ამოქმედებისთანავე გაუქმდეს გეოგრაფიული ობიექტების ის სახელწოდებები, რომლებიც მათ დაერქვათ არსებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით.

3.ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მიღებულ იქნეს „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი.

4.ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში მიღებულ იქნეს: ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების დედაქალაქებისა და ცენტრების, საქართველოს ქალაქების, რაიონებისა და სხვა დასახლებული პუნქტების, სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და მათ სახელწოდებათა ნორმალიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაციის, აღრიცხვის, სახელმწიფო კატალოგის შექმნისა და წარმოების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების პროექტებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავებს სამთავრობო კომისია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 13 აგვ. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34352158107⁵3211652314214
მნიშვნელობით ახლოსგეოგრაფიული ობიექტების…გეოდეზიური და კარტოგრა…ფიზიკური და კერძო სამა…მობილიზაციის შესახებადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს „წითელი ნუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა