მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

მუხლი 23. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებისა და „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების საფუძველზე შედგენილი და საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო მონაცემები ამ კანონის მიზნებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციად, რომელიც ექვემდებარება დაზუსტებას, შეცვლას ან გაუქმებას.

2.ამ კანონის მიზნებისათვის სააგენტო უფლებამოსილია სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო მონაცემების, დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებისა და „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების საფუძველზე რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები.

3.2025 წლის 1 იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) სრულდება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/ამ უფლებაში ცვლილება საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება.

3¹.სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული საფასური არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, 2021 წლის 8 დეკემბერს მოქმედი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას.

4.2022 წლის 1 იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა საზღაურის გადახდევინების გარეშე გაიცემა.

5.სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს უსასყიდლოდ ასრულებს სააგენტო, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში შესრულებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს ანაზღაურებს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი.

6.2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია გავლენას არ ახდენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე.

7.სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ორგანოსთვის/კომისიისთვის 2020 წლის 1 იანვრამდე გაგზავნილ იმ წერილთან/შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომელზედაც კანონით დადგენილ ვადაში პასუხი არ გაცემულა, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული 3-თვიანი ვადა აითვლება 2020 წლის 1 იანვრიდან.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წერილის/შუამდგომლობის განხილვისას შესაბამისი მუნიციპალიტეტი ან კომისია უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კონსულტაციისთვის მიიწვიოს შესაბამისი სახელმწიფო უწყების კომპეტენტური წარმომადგენელი (წარმომადგენლები).

9.სისტემური რეგისტრაციის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო სააგენტოს განსახილველად უგზავნის შესაბამის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებულ განცხადებას, რომელზედაც, ამ კანონის 4 1 მუხლის 1 1 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით ჩერდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილება, თუ აღნიშნულ განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

10.2027 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) სააგენტო უზრუნველყოფს: ა) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას; ბ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას.

11.ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სააგენტო ახორციელებს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით, მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-7 მუხლის მე-14 პუნქტითა და მე-14 მუხლის მე-5−მე-7 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.

12.2027 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) ჩერდება ამ კანონის 4 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „გ 1 “ ქვეპუნქტების, მე-7 მუხლის მე-12 და მე-15 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მოქმედება.

13.სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული საფასური არ უნდა აღემატებოდეს 2025 წლის 3 დეკემბრამდე მოქმედი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №192 - ვებგვერდი, 30.12.2016წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5500 – ვებგვერდი, 18.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №310 – ვებგვერდი, 09.03.2021წ. საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1168 – ვებგვერდი, 27.12.2021წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1327 – ვებგვერდი, 22.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 დეკ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 22 დეკ. 2025

    23-ე მუხლს დაემატა მე-10–მე-13 პუნქტები, რომლებიც 2027 წლის 1 იანვრამდე ადგენს სააგენტოს უფლებამოსილებას თვითნებურად დაკავებული მიწის აღიარებასა და იდენტურობის დადგენაზე, ცალკეული ნორმების შეჩერებას და საფასურის განსაზღვრის წესს.

  2. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2021

    მე-3 პუნქტში უსასყიდლო სამუშაოებისა და საფასურის გარეშე რეგისტრაციის ვადა 2025 წლის 1 იანვრამდეა და ეხება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებს; დაემატა 3¹ პუნქტი სპორადული რეგისტრაციის საფასურის შესახებ და მე-9 პუნქტი მუნიციპალიტეტის განცხადებების სააგენტოსთვის გადაგზავნის 10-დღიანი ვადის შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 18 დეკ. 2019

    23-ე მუხლის 1-6 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: საპილოტო პროექტის პირობითი რეგისტრაციის წესი და სახელმწიფო პროექტის სამუშაოთა უსასყიდლობის ძველი ტექსტი შეიცვალა სააგენტოს მიერ მცდარი მონაცემების გასწორების უფლებამოსილებით, 2022 წლის 1 იანვრამდე უსასყიდლო სამუშაოებით, სამკვიდრო მოწმობის წესით, აგეგმვითი სამუშაოების ახალი ანაზღაურების წესით და სოციალური დახმარების შეფასების გამონაკლისით; დაემატა მე-7 და მე-8 პუნქტები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
711³1571244¹5792517821023
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიწის ნაკვეთებზე უფლებ…სასოფლო-სამეურნეო დანი…საჯარო რეესტრის შესახე…ქონების ლეგალიზების შე…საინვესტიციო საქმიანობ…ფიზიკური და კერძო სამა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა