Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებმუხლი 8

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

მუხლი 8. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სახელწოდებები ერქმევა: ა) ახლად წარმოქმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და დასახლებებს; ბ) ახლად წარმოქმნილ ან სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს.

2.დასარქმევად შერჩეული სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს როგორც ობიექტის ყველაზე ნიშანდობლივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ასევე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში ისტორიულ-კულტურულ ან სამეურნეო-საყოფაცხოვრებო თავისებურებებს და უნდა მიესადაგებოდეს რეგიონის ტოპონიმიკურ სტრუქტურას. სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი სიტყვისაგან.

3.გეოგრაფიულ ობიექტს შეიძლება დაერქვას მისი პირველაღმომჩენის, დამაარსებლის და შემსწავლელ-ამთვისებლის სახელი.

4.გეოგრაფიული ობიექტისათვის თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ერთი და იმავე სახის გეოგრაფიულ ობიექტს  არ შეიძლება დაერქვას ერთი და იგივე სახელწოდება.

6.ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში ქალაქებს, დაბებსა და სოფლებს არ შეიძლება დაერქვას ერთი და იგივე სახელწოდება.

7.ახლად წარმოქმნილი ან სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის ამ კანონით დადგენილი წესით სახელის მინიჭებამდე დასაშვებია არაბული ციფრების გამოყენებით სახელდება (მაგალითად, 1-ლი ქუჩა, მე-2 ქუჩა და ა. შ.) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, სამთავრობო კომისიის დასკვნის გარეშე.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინიციატივის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 13 აგვ. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 ივლ. 2020

    მე-8 მუხლში შეიცვალა დასახლებათა აღნიშვნა და სახელწოდების შერჩევის კრიტერიუმი, დაზუსტდა სიტყვათა რაოდენობა, ხოლო რეგიონული აკრძალვა ჩანაცვლდა დასახლებისა და მუნიციპალიტეტის დონის აკრძალვებით; დაემატა ქუჩების დროებითი ციფრობრივი სახელდების წესი და 1-თვიანი ვადა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №5

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

  • 9გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენა ან გადარქმევა
  • 11გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაცია და აღრიცხვა. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სახელმწიფო კატალოგი
  • 10გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი

სახელმწიფო ენის შესახებ

  • 21გეოგრაფიული ობიექტის სახელდება
  • 23„სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს სახელწოდების ენა

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 3ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა
  • 30გარდამავალი დებულებები

საავტომობილო გზების შესახებ

  • 4საავტომობილო გზების ნუმერაციის, დასახელებისა და სიგრძის განსაზღვრის წესი

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20²სამისამართო რეესტრის წარმოების პრინციპები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 165კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი სხვა ღონისძიებები

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 31გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის გამოყენება კოლექტიურ ნიშნად

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 15ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31139111020²15416521233308
მითითებამნიშვნელობით ახლოსგეოგრაფიული ობიექტების…სახელმწიფო ენის შესახე…საქონლის ადგილწარმოშობ…საავტომობილო გზების შე…საჯარო რეესტრის შესახე…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026