Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებმუხლი 10

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

მუხლი 10. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.წინადადებებს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ სამთავრობო კომისიას წარუდგენენ სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოები და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიული პირები. შემოსული წინადადებისა და მასთან ერთად წარმოდგენილი მასალების განხილვის წესი და თანამიმდევრობა განისაზღვრება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით.

2.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების, აგრეთვე სხვა ტერიტორიული ერთეულების, მუნიციპალიტეტებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების სახელდება ხდება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ხოლო საქართველოს სხვა ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, – სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.სახელწოდებებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, რომლებიც განლაგებულია აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიებზე, სამთავრობო კომისია დამატებით ათანხმებს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ხოლო თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მაშინ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

4.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული დასახლებების, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობის შესაბამისად და სამთავრობო კომისიის თანხმობით.

5.გადაწყვეტილება საქართველოს ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მიიღება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტით და სამთავრობო კომისიის თანხმობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტით.

6.სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები და მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან,  კომპეტენციის შესაბამისად გეოგრაფიული ობიექტის − მუნიციპალიტეტის, დასახლების, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1560-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ140 საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1333 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1965 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2096 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 13 აგვ. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 ივლ. 2020

    მე-5 პუნქტში თბილისის წესი ახლა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება; მე-6 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა — ვალდებული სუბიექტებია მუნიციპალიტეტები, შეიცვალა ობიექტთა ჩამონათვალი და ინფორმაციის ადრესატებს დაემატა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

  2. 14 მარ. 2014

    მე-10 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომელიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აკისრებს სახელდების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის 10 დღეში გაგზავნის ვალდებულებას ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის.

  3. 19 თებ. 2014
  4. 8 ოქტ. 2013
  5. 13 აგვ. 2009
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №5

  • 5 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

  • 8გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები
  • 13გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა დაფინანსება
  • 11გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაცია და აღრიცხვა. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სახელმწიფო კატალოგი

სახელმწიფო ენის შესახებ

  • 21გეოგრაფიული ობიექტის სახელდება
  • 23„სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს სახელწოდების ენა

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 3ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა
  • 5განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

  • 3ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუმერაციის, დასახელებისა და სიგრძის განსაზღვრის წესი

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20²სამისამართო რეესტრის წარმოების პრინციპები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 165კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი სხვა ღონისძიებები

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 11განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი

ტურიზმის შესახებ

  • 9ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8131120²111652123335910
მნიშვნელობით ახლოსგეოგრაფიული ობიექტების…სახელმწიფო ენის შესახე…საქონლის ადგილწარმოშობ…ადგილობრივი მნიშვნელობ…საჯარო რეესტრის შესახე…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026