Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებმუხლი 3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

მუხლი 3. პალატის მიზნები და ფუნქციები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 5 სექ. 2023
თემები:IP სტრატეგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით.

2.პალატის ფუნქციებია: ა) მეწარმე სუბიექტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ბ) მეწარმე სუბიექტების პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის, საზღვარგარეთ, ორგანიზება; გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, საზღვარგარეთ, რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები; დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა; ე) გამოგონების პატენტის გაცემასთან, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდებისა და მომსახურების დასახელების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა; ვ) ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის გამოფენების მოწყობა, საქმიან წრეთა შეხვედრების ორგანიზება და სხვა ღონისძიებათა გამართვა; ზ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; თ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება; ი) უცხო ქვეყნის ორგანიზაციისა და საწარმოს მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; კ) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების შექმნა; ლ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა ბიზნესგეგმების მომზადებაში; მ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულებაში; ნ) კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის მოგვარების ხელშეწყობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შექმნით; ო) „ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ “ საქართველოს კანონით, ამ კანონით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებითა და პალატის წესდებით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება.

3.პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას; ბ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას; გ) საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების დამოწმებას; დ) საერთო ფორმის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ვ) პრეფერენციული წარმოშობის GSP სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ზ) (ამოღებულია - 24.12.2015, №149-უ.ს.რ.ს.); თ) საიდენტიფიკაციო შტრიხკოდის მინიჭებას; ი) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესაბამისად დამცავი ნიშნის (ჰოლოგრამის) გაცემას; კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი პალატის ნიშნის „წარმოებულია საქართველოში“ გაცემას; ლ) ფორსმაჟორული გარემოებების დამოწმებას.

4.ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით.

5.პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დგინდება საფასური. მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, აგრეთვე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით დაწესებული მეწარმე სუბიექტისა და მისი გაერთიანებისათვის საწევრო შენატანის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების საფასური და საწევრო შენატანი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის 2 4 დეკემბრის კანონი №1 49 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 04.01.2016წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 23 ივნისის კანონი №49 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 28.06.2017წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 5 სექტემბრის კანონი №81-Iს - ვებგვერდი, 06.09.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით. 2. პალატის ფუნქციებია: ა) მეწარმე სუბიექტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ბ) მეწარმე სუბიექტების პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის, საზღვარგარეთ, ორგანიზება; გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, საზღვარგარეთ, რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები; დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა; ე) გამოგონების,გამოგონების პატენტის გაცემასთან, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდებისა და მომსახურების დასახელების დაპატენტებასთანრეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა; ვ) ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის გამოფენების მოწყობა, საქმიან წრეთა შეხვედრების ორგანიზება და სხვა ღონისძიებათა გამართვა; ზ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; თ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება; ი) უცხო ქვეყნის ორგანიზაციისა და საწარმოს მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; კ) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების შექმნა; ლ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა ბიზნესგეგმების მომზადებაში; მ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულებაში; ნ) კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის მოგვარების ხელშეწყობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შექმნით; ო) „ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ “ საქართველოს კანონით, ამ კანონით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებითა და პალატის წესდებით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება. 3. პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას; ბ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას; გ) საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების დამოწმებას; დ) საერთო ფორმის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ვ) პრეფერენციული წარმოშობის GSP სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ზ) (ამოღებულია - 24.12.2015, №149-უ.ს.რ.ს.); თ) საიდენტიფიკაციო შტრიხკოდის მინიჭებას; ი) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესაბამისად დამცავი ნიშნის (ჰოლოგრამის) გაცემას; კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი პალატის ნიშნის „წარმოებულია საქართველოში“ გაცემას; ლ) ფორსმაჟორული გარემოებების დამოწმებას. 4. ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. 5. პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დგინდება საფასური. მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, აგრეთვე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით დაწესებული მეწარმე სუბიექტისა და მისი გაერთიანებისათვის საწევრო შენატანის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების საფასური და საწევრო შენატანი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის 2 4 დეკემბრის კანონი №1 49 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 04.01.2016წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 23 ივნისის კანონი №49 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 28.06.2017წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 5 სექტემბრის კანონი №81-Iს - ვებგვერდი, 06.09.2023წ.
რედაქციების შედარება

1. პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით. 2. პალატის ფუნქციებია: ა) მეწარმე სუბიექტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ბ) მეწარმე სუბიექტების პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის, საზღვარგარეთ, ორგანიზება; გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, საზღვარგარეთ, რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები; დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა; ე) გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდებისა და მომსახურების დასახელების დაპატენტებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა; ვ) ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის გამოფენების მოწყობა, საქმიან წრეთა შეხვედრების ორგანიზება და სხვა ღონისძიებათა გამართვა; ზ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; თ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება; ი) უცხო ქვეყნის ორგანიზაციისა და საწარმოს მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; კ) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების შექმნა; ლ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა ბიზნესგეგმების მომზადებაში; მ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულებაში; ნ) კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის მოგვარების ხელშეწყობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შექმნით; ო) „ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ “ საქართველოს კანონით, ამ კანონით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებითა და პალატის წესდებით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება. 3. პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას; ბ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას; გ) საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების დამოწმებას; დ) საერთო ფორმის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ვ) პრეფერენციული წარმოშობის GSP სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ზ) (ამოღებულია - 24.12.2015, №149-უ.ს.რ.ს.); თ) საიდენტიფიკაციო შტრიხკოდის მინიჭებას; ი) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესაბამისად დამცავი ნიშნის (ჰოლოგრამის) გაცემას; კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი პალატის ნიშნის „წარმოებულია საქართველოში“ გაცემას; ლ) ფორსმაჟორული გარემოებების დამოწმებას. 4.  ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების შედეგად ელექტრონული ფორმით გაცემულ ან/და დამოწმებულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. 5. პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დგინდება საფასური. მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, აგრეთვე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით დაწესებული მეწარმე სუბიექტისა და მისი გაერთიანებისათვის საწევრო შენატანის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების საფასური და საწევრო შენატანი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის 2 4 დეკემბრის კანონი №1 49 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 04.01.2016წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 23 ივნისის კანონი №49 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 28.06.2017წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 6 სექ. 2023
  2. 28 ივნ. 2017
  3. 4 იან. 2016
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • IP პორტფოლიოს განვითარება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-09-05 · №4

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2023-09-06
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 1აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი
  • 4პალატის უფლებები
  • 2პალატის საქმიანობის პრინციპები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 3პალატის მიზნები და ფუნქციები
  • 4პალატის უფლებები
  • 1საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 3პალატის მიზნები და ფუნქციები
  • 4პალატის უფლებები
  • 1აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 4სააგენტოს მიზნები და ძირითადი ფუნქციები

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 3კანონის მიზნები

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ

  • 3კანონის ძირითადი მიზნებია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4341142341333
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სავაჭრო-სა…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო სერვისების …დასაქმების ხელშეწყობის…აჭარის ავტონომიურ რესპ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 სექ. 2023