საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

მუხლი 4. პალატის უფლებები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე კობერიძე

1.პალატას უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფერო ს ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები; ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულებ ის საფუძველზე დააწესოს საფასური; გ) ააშენოს, შეიძინოს და საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები ; ე) წარმოადგინოს ადგილობრივ ი მეწარმე სუბიექტების ინტერესები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი ; ვ) ამ კანონით განსაზღვრული გარკვეული საქმიანობისა და ფუნქციების დელეგირების მიზნით დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები; ზ) მოახდინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული გარკვეული ფუნქციების სრული ან ნაწილობრივი დელეგირება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატებისათვის, ტერიტორიული გამიჯვნის პრინციპით.

2.პალატას უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნას სხვა სახის სავაჭრო-სამრეწველო პალატები (ერთობლივად დაფუძნებული, სპეციალურ - დარგობრივი), რომელთა საქმიანობის ა და უფლებამოსილებ ის სფერო ები განისაზღვრება მათი დაფუძნების აქტებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • დაუშვებლობა (T5)

    როდის შეიძლება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის დავაზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი?

    შპს „უ“ შპს „ს-ისგან“ გადაზიდვისა და სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა. ქვედა ინსტანციებმა სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს და მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება დააკისრეს. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის საკითხზე სასამართლო პრაქტიკა არსებობს და კასატორმა ვერ დაასაბუთა საქმის შედეგზე არსებითად მოქმედი საპროცესო დარღვევა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • დაუშვებლობა (T5)

    როდის არის საკასაციო საჩივარი დაუშვებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე?

    დავა შეეხებოდა უძრავი ქონების მშენებლობის ხელშეკრულებიდან გასვლას, გადახდილი თანხისა და ზიანის ანაზღაურებას, აგრეთვე კომპანიის შეგებებულ ფულად მოთხოვნას. უზენაესმა სასამართლომ ფორსმაჟორზე მითითება არასაკმარისად მიიჩნია, რადგან კასატორის განმარტებით ფორსმაჟორი დასრულებული იყო, ხოლო მშენებლობა კვლავ დაწყებული არ იყო. სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ დაბრუნების მოთხოვნა და მესამე პირის მიერ შესრულების შედეგად მასზე გადასული მოთხოვნა გაიქვითა. კომპანიის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • დაუშვებლობა (T5)

    რა საფუძვლების შემოწმების შემდეგ შეიძლება საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი?

    სსიპ მოითხოვდა შპს-სთვის ამფითეატრის დაზიანებული კონსტრუქციის საკუთარი ხარჯით აღდგენის დავალებას. დავა ეხებოდა საგარანტიო ვალდებულების ფარგლებსა და ძლიერი ქარის ფორსმაჟორულ ხასიათს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და სარჩელი დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლით დაუშვებლად მიიჩნია და არსებითად არ განუხილავს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პალატას უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფერო ს ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები; ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულებ ის საფუძველზე დააწესოს საფასური; გ) ააშენოს, შეიძინოს და საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები ; ე) წარმოადგინოს ადგილობრივ ი მეწარმე სუბიექტების ინტერესები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი ; ვ) ამ კანონით განსაზღვრული გარკვეული საქმიანობისა და ფუნქციების დელეგირების მიზნით დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები; ზ) მოახდინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული გარკვეული ფუნქციების სრული ან ნაწილობრივი დელეგირება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატებისათვის, ტერიტორიული გამიჯვნის პრინციპით. 2 . პალატას უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნას სხვა სახის სავაჭრო-სამრეწველო პალატები (ერთობლივად დაფუძნებული, სპეციალურ - დარგობრივი), რომელთა საქმიანობის ა და უფლებამოსილებ ის სფერო ები განისაზღვრება მათი დაფუძნების აქტებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 10 ივლ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹⁰723142342311414
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სავაჭრო-სა…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა