Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 41

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 41. კომიტეტის უფლებამოსილებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის ამზადებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს; გ) განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას; დ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებს; ე) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ვ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ზ) წყვეტს კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს; თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით; ი) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს განიხილავს შესაბამისი კომიტეტი. გამონაკლისია პარლამენტის შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევის, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნის, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს პრეზიდენტის არჩევისა და თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხები, აგრეთვე ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისები.

3.კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს.

4.კომიტეტის სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება კომიტეტის დებულებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.  კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის ამზადებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს; გ) განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას; დ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებს; ე) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ვ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ზ) წყვეტს კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს; თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით; ი) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს განიხილავს შესაბამისი კომიტეტი. გამონაკლისია პარლამენტის შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევის, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნის, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს პრეზიდენტის არჩევისა და თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხები, აგრეთვე ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისები. 3. კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს. 4. კომიტეტის სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება კომიტეტის დებულებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 42

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 30პარლამენტის კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები
  • 45კომიტეტის აქტები
  • 40კომიტეტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 38კომიტეტის უფლებამოსილებები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 31კომიტეტის უფლებამოსილებები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 13კომისიის ანგარიში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 4პალატის უფლებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 4პალატის უფლებები

მაუწყებლობის შესახებ

  • 13კომისიის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 6სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 89საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 22საკანონმდებლო ხელისუფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61313314438892230454041
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…ელექტრონული კომუნიკაცი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026