სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

მუხლი 21. სპეციალისტები და ექსპერტები

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030
თემები:აუდიტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის პროცესში მოიწვიოს ან/და ჩართოს სპეციალისტი, ექსპერტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.სპეციალისტი, ექსპერტი არის პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა და რომელიც მოიწვევა სპეციალური გამოკვლევის ჩატარების მიზნით, აუდიტისათვის საჭირო გარემოებათა შესახებ სათანადო აქტის შესადგენად.

3.სპეციალისტსა და ექსპერტზე ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ელექტრონულ ბაზებზე დაშვებისა და იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლება-მოვალეობებისა. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2030). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 ივლ. 2012-დან · იცვლება 1 იან. 2030-დან

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის პროცესში მოიწვიოს ან/და ჩართოს სპეციალისტი, ექსპერტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სპეციალისტი, ექსპერტი არის პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა და რომელიც მოიწვევა სპეციალური გამოკვლევის ჩატარების მიზნით, აუდიტისათვის საჭირო გარემოებათა შესახებ სათანადო აქტის შესადგენად. 3. სპეციალისტსა და ექსპერტზე ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 3 1 პუნქტით დადგენილი უფლება-მოვალეობებისა. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 დეკ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

    21-ე მუხლის მე-3 პუნქტში გამონაკლისი ახლებურად ჩამოყალიბდა: სპეციალისტსა და ექსპერტზე არ ვრცელდება მე-20 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონულ ბაზებზე დაშვება, ასევე „გ“ ქვეპუნქტი, ხოლო 3¹ პუნქტი გამონაკლისიდან ამოღებულია.

  2. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში შეიცვალა იმ უფლება-მოვალეობათა ჩამონათვალი, რომელიც არ ვრცელდება სპეციალისტსა და ექსპერტზე: ახლა გამონაკლისია მე-20 მუხლის პირველი პუნქტი, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და 3¹ პუნქტი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
212024¹62572041681675219421521
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…გარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს ზოგადი ადმ…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა