სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

მუხლი 20. აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით დადგენილი აუდიტის ჩატარების უფლება აქვთ აუდიტორსა და აუდიტორ-სტაჟიორს.

2.სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის ჩასატარებლად მოიწვიოს კერძო სამართლის სუბიექტი, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობები.

3.აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები უფლებამოსილი არიან, აუდიტის ჩატარების მიზნით: ა) მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და ნებისმიერი დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), აუდიტის ობიექტს მოსთხოვონ დოკუმენტური მასალის საქართველოს სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა, შექმნან დოკუმენტების ასლები, დაამუშაონ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია; ბ) დაუბრკოლებლად შევიდნენ აუდიტის ობიექტში, ჩაატარონ ინვენტარიზაცია; გ) საჭიროების შემთხვევაში დალუქონ საწყობები, არქივები და სალაროები, გარდა კერძო სამართლის სუბიექტისა; დ) მიიღონ ახსნა-განმარტება შესამოწმებელ საკითხებთან დაკავშირებით; [ ე) შემსყიდველ ორგანიზაციას/ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, პრეტენდენტს, მიმწოდებელსა და ქვეკონტრაქტორს მოსთხოვონ საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, საჯარო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია; (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] ვ) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე კომერციული ბანკებისგან გამოითხოვონ აუდიტის ობიექტების შესახებ ინფორმაცია.

4.(ამოღებულია - 25.06.2026, №1828).

5.აუდიტის ჩატარების ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

6.აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები ვალდებული არიან: ა) დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) აუდიტის ობიექტს გააცნონ აუდიტის სახეობა, მიზანი, პერიოდი და მხარეთა უფლება-მოვალეობანი; გ) უზრუნველყონ სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული და სამსახურებრივი საიდუმლოებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) აუდიტის შედეგები არ გახადონ საჯარო აუდიტის ანგარიშის შედგენამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულ ორგანოებს დარღვევათა თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით; ე) აუდიტის პროცესში შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დოკუმენტების ორიგინალები დაურთონ აუდიტის მასალებს, ხოლო მათი დამოწმებული ასლები დატოვონ აუდიტის ობიექტში; ვ) დაიცვან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი; ზ) აუდიტის ჩატარებისას არ ჩაერიონ აუდიტის ობიექტის მიმდინარე საქმიანობაში. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 - ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის ორგანული კანონი №2583 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის ორგანული კანონი №4430 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის ორგანული კანონი №1716 – ვებგვერდი, 15.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1834 – ვებგვერდი, 02.07.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2026 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 1 დეკ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

    მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში დაცვის ობიექტი გახდა „საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტები“; „გ“ ქვეპუნქტში საიდუმლოებათა ჩამონათვალი გაფართოვდა საგადასახადო და საბანკო საიდუმლოებით და გადაწყობილია პერსონალური მონაცემების წინ; „დ“ ქვეპუნქტს დაემატა გამონაკლისი 24-ე მუხლით განსაზღვრულ ორგანოებზე ინფორმაციის გაგზავნისათვის.

  2. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  3. დაემატა 3¹ პუნქტი (საგადასახადო საიდუმლოების მიღება მოსამართლის ბრძანებით) და 3² პუნქტი (კანონიერი მოთხოვნის სავალდებულოობა); მე-4 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა, ხოლო მე-5–მე-8 პუნქტები ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2421376231734³9²6922¹199451555220
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო აუდიტის სამ…პერსონალურ მონაცემთა დ…სახელმწიფო შიდა ფინანს…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა