სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

მუხლი 36¹. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო აუდიტის ინსტიტუტი (შემდგომ − ინსტიტუტი) არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ინსტიტუტის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს .

2.ინსტიტუტის ფუნქციებია: საჯარო აუდიტის სწავლება, საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება (შემდგომ − სერტიფიცირება) და განგრძობადი სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, კვლევითი/ანალიტიკური, საექსპერტო, საკონსულტაციო და საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურება.

3.ინსტიტუტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური აუდიტორი.

4.ინსტიტუტის დებულებას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი.

5.ინსტიტუტის დაფინანსება ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სუბსიდირების გზით.

6.ინსტიტუტის მომსახურების საფასურს, მისი გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტი. [ 6. ინსტიტუტის მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ინსტიტუტსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით, ხოლო საჯარო აუდიტის სწავლების, სერტიფიცირებისა და განგრძობადი სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში − ინსტიტუტის ხელმძღვანელის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით − ბრძანებით. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 7. ინსტიტუტის მომსახურების შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. [ 7. (ამოღებულია - 09.02.2023, №2583). (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 8. ინსტიტუტის სახსრები და შემოსავლები ხმარდება ინსტიტუტის ფუნქციების შესრულებას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის განვითარებას .

9.ინსტიტუტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური . საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის ორგანული კანონი №2583 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის ორგანული კანონი №4430 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის ორგანული კანონი №1716 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 ივლ. 2012-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი (შემდგომ − ინსტიტუტი) არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ინსტიტუტის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს . 2. ინსტიტუტის ფუნქციებია: საჯარო აუდიტის სწავლება, საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება (შემდგომ − სერტიფიცირება) და განგრძობადი სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, კვლევითი/ანალიტიკური, საექსპერტო, საკონსულტაციო და საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურება. 3. ინსტიტუტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური აუდიტორი. 4. ინსტიტუტის დებულებას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი. 5. ინსტიტუტის დაფინანსება ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სუბსიდირების გზით. 6. ინსტიტუტის მომსახურების საფასურს, მისი გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტი. 7. ინსტიტუტის მომსახურების შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. 8. ინსტიტუტის სახსრები და შემოსავლები ხმარდება ინსტიტუტის ფუნქციების შესრულებას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის განვითარებას . 9. ინსტიტუტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური . საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2027 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 1 დეკ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61036³10¹6910¹184314229836¹
მნიშვნელობით ახლოსმეცნიერების, ტექნოლოგი…საქართველოს კონსტიტუცი…სახელმწიფო აუდიტის სამ…დეპოზიტების დაზღვევის …ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა