სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

მუხლი 4. შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა ცალკეულ დაწესებულებებში

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 19 ოქტ. 2023
თემები:აუდიტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შიდა აუდიტის სუბიექტები იქმნება შემდეგ დაწესებულებებში: ა) საქართველოს სამინისტროებში; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებში; გ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომელთა ჩამონათვალს და რომლებშიც შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; დ) მუნიციპალიტეტის მერიაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მერიის დებულების საფუძველზე.

2.შიდა აუდიტის სუბიექტი შეიძლება შეიქმნას იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, რომელიც არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება, იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირში, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, და საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათივე გადაწყვეტილებით.

3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა დაწესებულებამ შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნის თაობაზე უნდა აცნობოს ჰარმონიზაციის ცენტრს. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი № 4675 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1266 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6945-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023წ. თავი II. ფინანსური მართვა და კონტროლი საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 ნოე. 2023
  2. პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მერიაში შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნის საფუძვლად საკრებულოს გადაწყვეტილების ნაცვლად დასახელდა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მერიის დებულება.

  3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ამოღებულია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებისა და გამგეობის მითითება; დარჩა მხოლოდ მერია, საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

  4. პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა, ხოლო დაემატა მე-3 პუნქტი ჰარმონიზაციის ცენტრთან კონსულტაციისა და მისთვის შეტყობინების ვალდებულებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36¹359¹9²1162212424²18325140224
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შიდა ფინანს…დეპოზიტების დაზღვევის …ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო აუდიტის სამ…დაზღვევის შესახებფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა