1.2030 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო შესყიდვების სააგენტო. ამ თარიღის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცება.
2.2030 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ეწოდოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო. ამ თარიღის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცება. ამ კანონის ამოქმედება არ იწვევს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არჩეული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის/წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
3.საქართველოს მთავრობამ 2030 წლის 1 იანვრამდე: ა) მიიღოს ამ კანონის 53-ე მუხლის მე-14 პუნქტით, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 73-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 74-ე მუხლით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ბ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო/ორგანოები.
4.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ 2030 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ამ კანონის მუხლებთან დაკავშირებული, ამავე კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი/აქტები. ამასთანავე, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2030 წლის 1 იანვრამდე შექმნას ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან მისადაგებული ელექტრონული სისტემა.
5.შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2030 წლის 1 იანვრიდან, ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, თავის სტრუქტურაში/საშტატო ნუსხაში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის/პირის განსაზღვრისთვის განახორციელოს სათანადო ღონისძიებები. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4397 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1687 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.
