Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 16

პროკურატურის შესახებ

მუხლი 16. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გამწესების კრიტერიუმები და წესი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

2.გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

3.გენერალურ პროკურორს თანამდებობაზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი თ დადგენილი წესით.

4.გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად საპროკურორო საბჭო იწყებს კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს, რომელიც სრულდება 1 კვირის ვადაში. გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს. საპროკურორო საბჭოს წევრს უფლება აქვს, დაასახელოს გენერალური პროკურორობის მხოლოდ 1 კანდიდატი.

5.გენერალური პროკურორობის კანდიდატს კენჭი საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ეყრება. კენჭისყრა ღიაა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა იწყება. თუ წარდგენის პროცესში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, კენჭი ხელახლა ეყრება. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა იწყება. თუ წარდგენის პროცესში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით ხელახლა იწყებს. თუ 2-მა ან 2-ზე მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი, საჭირო რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

6.საპროკურორო საბჭო მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით ხელახლა იწყებს. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №665 – ვებგვერდი, 12.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან. 2. გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. 3. გენერალურ პროკურორს თანამდებობაზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი თ დადგენილი წესით. 4. გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად საპროკურორო საბჭო იწყებს კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს, რომელიც სრულდება 1 კვირის ვადაში. გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს. საპროკურორო საბჭოს წევრს უფლება აქვს, დაასახელოს გენერალური პროკურორობის მხოლოდ 1 კანდიდატი. 5. გენერალური პროკურორობის კანდიდატს კენჭი საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ეყრება. კენჭისყრა ღიაა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა იწყება. თუ წარდგენის პროცესში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, კენჭი ხელახლა ეყრება. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა იწყება. თუ წარდგენის პროცესში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით ხელახლა იწყებს. თუ 2-მა ან 2-ზე მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი, საჭირო რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 6. საპროკურორო საბჭო მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის პროცესს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით ხელახლა იწყებს. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №665 – ვებგვერდი, 12.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 12 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 ივნ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №16

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2025
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 17გენერალური პროკურორის ვადამდე გათავისუფლების და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
  • 34თანამდებობის დაკავების წესი და კრიტერიუმები
  • 15გენერალური პროკურორი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 186საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევა
  • 195საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის წესი
  • 185გენერალური აუდიტორის არჩევა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 9გენერალური აუდიტორი
  • 11გენერალური აუდიტორის ხელშეუხებლობა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა

მაუწყებლობის შესახებ

  • 32გენერალური დირექტორი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 33პროკურორი

ადვოკატთა შესახებ

  • 10მოთხოვნები ადვოკატისადმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1091165323317341518619518516
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…პროკურატურის შესახებსახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს კონსტიტუცი…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026