Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებმუხლი 7

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

მუხლი 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კომპეტენცია

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს; ბ) ნორმატიული აქტებით ამტკიცებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ან/და მათი ქვედანაყოფების სახელმძღვანელო და სამსახურის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მარეგულირებელ წესდებებსა და ინსტრუქციებს; სამსახურის თანამშრომლებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის სხვა პირების წახალისების მიზნით აწესებს უწყებრივ ჯილდოებს და ამტკიცებს მათი გადაცემის წესს; უწყებრივი ჯილდოების ნიმუშები მტკიცდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; გ) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის უფროსის უფლებამოსილებებს; დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეს (მოადგილეებს); ე) (ამოღებულია - 14.12.2022, №2299) ; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს; ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურში იღებს მოქალაქეებს, ნორმატიული აქტით (ბრძანებით) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში კანდიდატის მიღების წესს, სამსახურის თანამშრომელთა სამოხელეო ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ ორგანოებში სამსახურის გავლის პირობებს; თ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით; ი) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს; კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას; ლ) აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ერთობლივ ბრძანებასა და სხვა აქტს; მ) კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს; ნ) ცალკეულ შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით ადგენს პერსონალურ თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს; ო) ორგანიზებას უწევს სამსახურის თანამშრომელთა ოპერატიულ, საბრძოლო და სპეციალურ მომზადებას, ამ მიზნით ამტკიცებს შესაბამის პროგრამებს, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სპეციალურ ნორმატივებსა და სახელმძღვანელო სტანდარტებს, ამტკიცებს სამსახურის პასუხისმგებელ პირთა მორიგეობის განრიგს და დაცვითი ღონისძიებების გეგმებს, განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების სამუშაო რეჟიმს, პ ასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის; პ) წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში; ჟ) სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს გასცემს ნებართვებს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის შესახებ, რის თაობაზედაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

3.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, ინსტრუქცია და მითითება სავალდებულოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთელი სისტემისა და თანამდებობის პირებისათვის.

4.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე ბრძანებით ასრულებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96 საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3430 - სსმ I, №27, 17.07.2006წ., მუხ.226 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1883 - სსმ I, №33, 09.11.2009წ., მუხ.205 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3952 – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4328 – ვებგვერდი, 07.03.2019წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2299 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. თავი III. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები და მოვალეობები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს; ბ) ნორმატიული აქტებით ამტკიცებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ან/და მათი ქვედანაყოფების სახელმძღვანელო და სამსახურის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მარეგულირებელ წესდებებსა და ინსტრუქციებს; სამსახურის თანამშრომლებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის სხვა პირების წახალისების მიზნით აწესებს უწყებრივ ჯილდოებს და ამტკიცებს მათი გადაცემის წესს; უწყებრივი ჯილდოების ნიმუშები მტკიცდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; გ) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის უფროსის უფლებამოსილებებს; დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეს (მოადგილეებს); ე) (ამოღებულია - 14.12.2022, №2299) ; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს; ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურში იღებს მოქალაქეებს, ნორმატიული აქტით (ბრძანებით) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში კანდიდატის მიღების წესს, სამსახურის თანამშრომელთა სამოხელეო ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ ორგანოებში სამსახურის გავლის პირობებს; თ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით; ი) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს; კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას; ლ) აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ერთობლივ ბრძანებასა და სხვა აქტს; მ) კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს; ნ) ცალკეულ შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით ადგენს პერსონალურ თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს; ო) ორგანიზებას უწევს სამსახურის თანამშრომელთა ოპერატიულ, საბრძოლო და სპეციალურ მომზადებას, ამ მიზნით ამტკიცებს შესაბამის პროგრამებს, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სპეციალურ ნორმატივებსა და სახელმძღვანელო სტანდარტებს, ამტკიცებს სამსახურის პასუხისმგებელ პირთა მორიგეობის განრიგს და დაცვითი ღონისძიებების გეგმებს, განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების სამუშაო რეჟიმს, პ ასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის; პ) წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში; ჟ) სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს გასცემს ნებართვებს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის შესახებ, რის თაობაზედაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, ინსტრუქცია და მითითება სავალდებულოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთელი სისტემისა და თანამდებობის პირებისათვის. 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე ბრძანებით ასრულებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96 საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3430 - სსმ I, №27, 17.07.2006წ., მუხ.226 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1883 - სსმ I, №33, 09.11.2009წ., მუხ.205 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3952 – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4328 – ვებგვერდი, 07.03.2019წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2299 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. თავი III. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები და მოვალეობები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 29 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. 23 დეკ. 2022
  3. 10 მაი. 2019

    მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით სამსახურის უფროსს დაემატა უფლებამოსილება, ბრძანებით დაადგინოს კანდიდატის მიღების წესი, სამოხელეო ურთიერთობების ნორმები და სამსახურის გავლის პირობები.

  4. 7 მარ. 2019

    მე-7 მუხლში უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის დამტკიცების დებულებას დაემატა მითითება, რომ ჯილდოების ნიმუშები მტკიცდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის შესაბამისად.

  5. 11 იან. 2018
  6. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  7. 11 თებ. 2013· გამოქვეყნდა 28 იან. 2013

    მე-7 მუხლში სამსახურის უფროსის დანიშვნა-გათავისუფლება და მოადგილეთა დანიშვნაზე შეთანხმება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრზე გადავიდა, ხოლო ბრძანების გამოცემის საფუძველი მთავრობის დადგენილებაა.

  8. 11 ივლ. 2011

    მე-7 მუხლში გაფართოვდა სამსახურის უფროსის უფლებამოსილება: „ბ“–„გ“ ქვეპუნქტებში აქტების, ჯილდოებისა და მოადგილის უფლებამოსილების საკითხები, „ო“ ქვეპუნქტში მომზადების, განრიგისა და გეგმების დამტკიცება.

  9. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 9 ნოე. 2009

    მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლის ფორმულირება ამოღებულია და სამსახურის უფროსს ეძლევა ნორმატიული აქტის – ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება კანონითა და პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

  10. 17 ივლ. 2006

    მე-7 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმირებას დაქვემდებარებული ორგანოებიდან ამოღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი; დარჩა საგარეო საქმეთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

  11. 16 მაი. 2006

    მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში გადაიწერა უფროსის უფლებამოსილებათა ჩამონათვალი: აქტები ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად ჩამოყალიბდა, ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელთა დანიშვნისას შეთანხმება მთავრობათა ხელმძღვანელებთანაა, ხოლო ახალი „ჟ“ ქვეპუნქტი უფროსს აძლევს იარაღისა და საბრძოლო მასალის შემოტანა-გატანის ნებართვის გაცემის უფლებას.

  12. 17 იან. 2003

    მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მოქალაქეთა მიღება აღარ არის მითითებული როგორც სამხედრო სამსახურში, ხოლო „თ“ ქვეპუნქტში სამხედრო წოდებების ნაცვლად ენიჭება სპეციალური წოდებები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №31

  • 12 ცვლილება · ბოლო 12 ოქტ. 2023
  • 15 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 16სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი
  • 4სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანა
  • 9სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოვალეობები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 42საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 6სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 13სამსახურის ხელმძღვანელობა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 32სამსახურის ხელმძღვანელობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 19სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 26¹

პენიტენციური კოდექსი

  • 7სამსახურის მართვა

სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

  • 7სპეციალური წოდების მინიჭება

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 9სააგენტოს უფროსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹71649139619423277
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ფინანსთა ს…ფულის გათეთრებისა და ტ…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს მთავრობის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026