საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
მუხლი 13. იარაღის კონტროლი
იარაღის დამზადებას, იარაღის ვაჭრობას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, ტარებასა და გამოყენებას კონტროლს უწევს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი, რომლის გამგებლობას განეკუთვნება:
1.სამხედრო-საბრძოლო, სამსახურებრივ-საშტატო, სასპორტო და სანადირო იარაღის დამზადების ნებართვის გაცემა;
2. სამხედრო-საბრძოლო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის დამზადების, იარაღის ვაჭრობის, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების წესების განსაზღვრა;
3. საქართველოში იარაღის შემოტანის, გატანის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის კონტროლი;
4. საქართველოს იარაღის სახელმწიფო კადასტრის დადგენა, იარაღის აღრიცხვისა და რეგისტრაციის წესის განსაზღვრა;
5. იარაღის კონტროლის შესახებ სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება.
