იარაღის შესახებ

მუხლი 29. იარაღის ბრუნვის კონტროლი

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით ვაჭრობაზე, იარაღის დამზადებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გამოყენებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო უწყებრივ კონტროლს – ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები.

2.იარაღის ბრუნვის კონტროლის მიზნით პოლიციელს უფლება აქვს, რეგისტრირებული იარაღი შეამოწმოს შენახვის ადგილზე იარაღის მესაკუთრის თანხმობით, არაუმეტეს წელიწადში 4-ჯერ.

3.თუ იარაღის მესაკუთრე უარს აცხადებს იარაღის შენახვის ადგილზე პოლიციელის დაშვებაზე, პოლიციელი ამის შესახებ ოქმს ადგენს. ამ ოქმს ხელს აწერენ აღნიშნული ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელი და იარაღის მესაკუთრე. იარაღის მესაკუთრის მიერ ამ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილია იარაღის მესაკუთრეს მოსთხოვოს მის სახელზე რეგისტრირებული იარაღების პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარდგენა. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია პოლიციელის მიერ მოთხოვნილი რეგისტრირებული იარაღები პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარადგინოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

5.იარაღის ბრუნვის კონტროლის მიზნით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილზე შემოწმების ან იარაღის პოლიციის დანაყოფში წარდგენის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით ვაჭრობაზე, იარაღის დამზადებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გამოყენებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო უწყებრივ კონტროლს – ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები. 2. იარაღის ბრუნვის კონტროლის მიზნით პოლიციელს უფლება აქვს, რეგისტრირებული იარაღი შეამოწმოს შენახვის ადგილზე იარაღის მესაკუთრის თანხმობით, არაუმეტეს წელიწადში 4-ჯერ. 3. თუ იარაღის მესაკუთრე უარს აცხადებს იარაღის შენახვის ადგილზე პოლიციელის დაშვებაზე, პოლიციელი ამის შესახებ ოქმს ადგენს. ამ ოქმს ხელს აწერენ აღნიშნული ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელი და იარაღის მესაკუთრე. იარაღის მესაკუთრის მიერ ამ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილია იარაღის მესაკუთრეს მოსთხოვოს მის სახელზე რეგისტრირებული იარაღების პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარდგენა. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია პოლიციელის მიერ მოთხოვნილი რეგისტრირებული იარაღები პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარადგინოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 დღისა. 5. იარაღის ბრუნვის კონტროლის მიზნით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილზე შემოწმების ან იარაღის პოლიციის დანაყოფში წარდგენის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №71 · ძალაშია 1 აგვ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9283227²44¹⁰44⁹4180¹182³30¹2184329
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…იარაღის შესახებდანაშაულის პრევენციის,…წამლისა და ფარმაცევტულ…ნარკოტიკული საშუალებებ…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №86 · ბოლოს შემოწმდა