საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
მუხლი 7. იარაღის შენახვა
შეძენილი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ს , დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტ ში იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ უწყებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1855-სსმI,№12(19),06.04.1999წ.,მუხ.45
