საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
მუხლი 3. იარაღის დამზადება, შეკეთება, აწყობა და აღდგენა
თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სადაზვერვო-საინფორმაციო სამსახურის სარგებლობაში არსებული იარაღის შეკეთებისა და აღდგენის წესს განსაზღვრავს ამ უწყებათა ნორმატიული აქტები. უნებართვოდ იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის დამზადება, აწყობა, აღდგენა და შეკეთება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2011-სსმI,№20(27),09.06.1999წ.,მუხ.86
