ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

მუხლი 20. პარტიული სიების წარდგენა

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2001

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს არჩევნებამდე არა უგვიანეს 40 დღისა.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საკრებულოების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიებში კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს ამ კანონით დადგენილი წესით გათვალისწინებული მანდატების შესაბამის რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ოლქში ასარჩევ საკრებულოს წევრთა ორმაგ ოდენობას.

3.პარტიულ სიაში შეიძლება შეტანილ იქნენ მხოლოდ ამ პარტიის წევრები ან ის პირები, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური პარტიების წევრები, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წევრები ან ის პირები, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური პარტიების წევრები. დაუშვებელია ერთი და იმავე პიროვნების შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში, გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა.

4.კანდიდატთა შერჩევისა და პარტიული სიების შედგენის წესებს განსაზღვრავენ თავად პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგად პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრულად, სიის დასაწყისიდან, რიგის მიხედვით.

5.პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, პროფესია და ძირითადი საქმიანობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ან შესაბამისი რეგიონალური ორგანოს ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ან შესაბამისი რეგიონალური ორგანოს ხელმძღვანელთა ხელმოწერით.

6.პარტიულ სიებს თან უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) მისი შევსების თარიღის მითითებით, სადაც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით, ხოლო თუ იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატადაც ამ რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქშიც – თანხმობა ამ ოლქში კენჭისყრაზეც. სააღრიცხვო ბარათებს პარტიის წარმომადგენელს წინასწარ გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ.

7.საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიამ, საარჩევნო ბლოკმა პარტიული სიები უნდა წარადგინონ არსებული მრავალმანდატიანი პროპორციული საარჩევნო ოლქების საერთო რაოდენობის ნახევარში მაინც. საქართველოს 199 8 წლის 30 სექტემბრის კანონი № 1608 – სსმI, №2, 26.10 .199 8 წ., მუხ. 18

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 26 ოქტ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21232213528165¹30¹15016512945462620
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი წარმომადგე…საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს საკონსტიტუ…