Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებმუხლი 21

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

მუხლი 21. კანდიდატთა წარდგენა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2001

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებში მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება განცხადების შეტანის მეშვეობით აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს და ამომრჩეველთა არანაკლებ ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს.

2.პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ რაიონის საკრებულოს არჩევნებში წარდგენილ სიაში შეყვანილი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება შეყვანილ იქნეს ამ რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში წარდგენილ სიაში (თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება), ან წარდგენილ იქნეს კანდიდატად ამ რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს არჩევნებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე (თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება).

3.ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგინოს საარჩევნო უფლების მქონე პირი, თუ მას მხარს უჭერს შესაბამისად სოფელში, თემში, დაბაში მცხოვრები არანაკლებ 10 ამომრჩეველი, ხოლო ქალაქში – არანაკლებ 100 ამომრჩეველი.

4.კანდიდატთა შერჩევის წესს განსაზღვრავენ თავად პარტიები და საარჩევნო ბლოკები.

5.საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარსადგენად პარტიამ, საარჩევნო ბლოკმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატთა სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პროფესია და ძირითადი საქმიანობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა და საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელშიც ისინი არიან წარდგენილნი.

6.საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა, რის შემდეგაც უფლება აქვს შეაგროვოს მხარდამჭერთა ხელმოწერები. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის ან ამომრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლის ვინაობა, მისამართი და ტელეფონის ნომერი, აგრეთვე დამოუკიდებელი კანდიდატის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია დამოუკიდებელ კანდიდატად. განცხადებას თან უნდა ერთოდეს კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად), რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემულ საარჩევნო ოლქში. სააღრიცხვო ბარათებს გასცემს შესაბამისი საარჩევნო კომისია. ერთ შევსებულ სააღრიცხვო ბარათს, თუ არის შესაბამისი კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების საჭირო რაოდენობა, საარჩევნო კომისია გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 35 დღისა.

7.საბუთების მიღებისთანავე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღებისა და მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების უფლების შესახებ, აგრეთვე ხელმოწერათა ბლანკები.

8.ხელმოწერათა შევსებული და დანომრილი ბლანკები ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებასთან ერთად, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ხელმოწერათა ბლანკებისა და ხელმომწერ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა, არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა უნდა წარედგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.

9.კანდიდატთა წარდგენა იწყება არჩევნებამდე 48 და მთავრდება არჩევნებამდე 40 დღით ადრე.

10.თითოეული საოლქო საარჩევნო კომისია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის მონაცემებს პროპორციულ არჩევნებში მონაწილე პარტიული სიებისა და მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა შესახებ მათი წარდგენის კანონიერების დადგენის მიზნით.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2005· გამოქვეყნდა 22 აგვ. 2001

    Concerns the execution of court decisions related to election disputes, specifically regarding funding from the state budget and the acceptance of grants by the CEC.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2001-08-02 · №4

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2001-08-22
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 10საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობისა და კანდიდატის დასახელების უფლება
  • 20პარტიული სიების წარდგენა
  • 15საარჩევნო ოლქები

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 151მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა
  • 148საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება
  • 147საარჩევნო ბიულეტენი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 45პარტიული სიების წარდგენა
  • 89საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 111ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 21საკრებულო
  • 58²საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიციირება პეტიციის წესით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 89საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2010152158²89111151148147458921
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი წარმომადგე…საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…აფხაზეთის ავტონომიური …

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო