ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

მუხლი 23. პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაცია

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2001

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პარტიულ სიას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია მისთვის პარტიული სიის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

2.საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია: დამოუკიდებელ კანდიდატებს – მათი წარდგენიდან არა უადრეს მე-3 და არა უგვიანეს მე-8 დღისა, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ დასახელებულ კანდიდატებს – მათი წარმოდგენიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. კანდიდატთა რეგისტრაცია მთავრდება არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.

3.კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ სამი დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიები კანდიდატებს გადასცემენ კანდიდატის მოწმობებს.

4.პარტიული სიის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ არის შემდეგი საბუთები: პარტიის ან მისი რეგიონული ორგანოს ხელმძღვანელის (საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა ან მათი რეგიონული ორგანოების ხელმძღვანელთა) მიერ ხელმოწერილი განცხადება, თითოეული კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად).

5.საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ არის შემდეგი საბუთები: პარტიის ან მისი რეგიონული ორგანოს ხელმძღვანელის (საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა ან მათი რეგიონული ორგანოების ხელმძღვანელთა) წარდგინება, და სააღრიცხვო ბარათი, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატისათვის კი – კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება, მხარდამჭერთა სია.

6.თუ წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, საარჩევნო კომისია პარტიულ სიას ან კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს.

7.დაუშვებელია ერთმა და იმავე პიროვნებამ კენჭი იყაროს სხვადასხვა პარტიული სიით ან შეტანილ იქნეს პარტიულ სიაში და იმავდროულად კენჭს იყრიდეს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ან კენჭს იყრიდეს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა. ამ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატურას არჩევნებიდან მოხსნის შესაბამისი საოლქო ან ცენტრალური საარჩევნო კომისია. თუ ამის შემდეგ პარტიულ სიაში აღმოჩნდება ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკრებულოს წევრობის კანდიდატთა დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები, პარტიულ სიას არჩევნებიდან მოხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისია.

8.პარტიულ სიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს ეძლევათ ნომრები შესაბამის საარჩევნო კომისიაში მათი წარდგენის რიგის მიხედვით, რაც ქვეყნდება პრესაში რეგისტრაციის დამთავრებიდან 5 დღის ვადაში საარჩევნო ოლქების მიხედვით. ამავე ვადაში ქვეყნდება იმ პარტიათა და საარჩევნო ბლოკების სია, რომელთაც უარი ეთქვათ სიების რეგისტრაციაზე ან მაჟორიტარი კანდიდატის დასახელებაზე, აგრეთვე უარის თქმის მიზეზები.

9.რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში პარტიებს, საარჩევნო ბლოკებს, აგრეთვე დამოუკიდებელ კადიდატებს უფლება აქვთ 3 დღის ვადაში გაასაჩივრონ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამ უკანასკნელისა – საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საჩივრის შეტანიდან 2 დღის ვადაში.

10.ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის საარჩევნო რეგისტრაციას გაუუქმებს იმ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, რომლის პარტიული სია აღმოჩნდება არსებული მრავალმანდატიანი პროპორციული საარჩევნო ოლქების საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლებში. საქართველოს 199 8 წლის 30 სექტემბრის კანონი № 1608 – სსმI, №2, 26.10 .199 8 წ., მუხ. 18

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 26 ოქტ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2022232421261113015215046454223
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი წარმომადგე…საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…მოქალაქეთა პოლიტიკური …რეფერენდუმის შესახებთავისუფლების ქარტია