ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

მუხლი 24. კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2001

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ კანდიდატის რეგისტრაციის შემდეგ არჩევნებამდე ნებისმიერ დროს, კენჭისყრის წინა დღის 12 საათამდე, გააუქმონ თავიანთი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ. წარდგენილ კანდიდატურას არჩევნებიდან მოხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისია ამ კომისიაში პარტიის, საარჩევნო ბლოკის პასუხისმგებელი წარმომადგენლის (პარტიის, საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე.

2.კანდიდატს კენჭისყრის წინა დღის 12 საათამდე შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რომელიც ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3.ინფორმაციას კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების ან კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს შესაბამისი განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში, ხოლო თუ არჩევნებამდე სამ დღეზე ნაკლებია დარჩენილი – დაუყოვნებლივ. ყოველი საუბნო საარჩევნო კომისია ხმის მისაცემ კაბინაში აკრავს ინფორმაციას იმ კანდიდატის შესახებ, რომელიც შეყვანილია ბიულეტენში, მაგრამ არჩევნებში არ მონაწილეობს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2311424322¹ (…17 (დ…15317313147424624
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…მოქალაქეთა პოლიტიკური …საჯარო სამსახურში კონკ…საჯარო სამსახურის შესა…თავისუფლების ქარტია