ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

მუხლი 25. საარჩევნო ბიულეტენი

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2001

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკრებულოების არჩევნებისათვის მზადდება ორი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი.

2.პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ პარტიის, საარჩევნო ბლოკის სახელწოდება (ბლოკის სახელწოდების შემდეგ მითითებული უნდა იყოს მასში გაერთიანებულ პარტიათა სახელწოდებები) იმ თანამიმდევრობით, რომელიც წილისყრით განსაზღვრა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

3.მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ შესაბამის საკრებულოში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის სახელი, მამის სახელი და გვარი იმ პარტიის, საარჩევნო ბლოკის სახელწოდების მითითებით, რომელმაც დაასახელა კანდიდატი. ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ დასახელებულ კანდიდატს მიეწერება – „ დამოუკიდებელი კანდიდატი’’. კანდიდატების თაობაზე მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამისი კანდიდატის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის თანამიმდევრობით.

4.შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენების დამზადებას სახელმწიფო ენაზე.

5.საარჩევნო ბიულეტენები ზუსტ აღრიცხვას ექვემდებარება. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიისათვის ბიულეტენების გადაცემას. ყოველ საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს შესაბამის უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე 5 პროცენტით მეტი ბიულეტენი. ბიულეტენების მიღებას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე და მდივანი ხელმოწერით ადასტურებენ. საქართველოს 199 8 წლის 18 სექტემბრის კანონი № 1585 – სსმI, №2, 26.10 .199 8 წ., მუხ. 9 საქართველოს 199 8 წლის 30 სექტემბრის კანონი № 1608 – სსმI, №2, 26.10 .199 8 წ., მუხ. 18 თავი VII საკრებულოების არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და კანდიდატთა საქმიანობის გარანტიები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 26 ოქტ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
222526232814715014836737725
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …რეფერენდუმის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…