ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 62. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაზე

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

1.ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობისადმი სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ამოცანაა უზრუნველყოს ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ ცხოველთა სამყაროს დაცვის მოვალეობათა შესრულება , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისა და მისი დაცვის წესებისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების დაცვა .

2.ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას ექვემდებარება მოსარგებლის ნებისმიერი ქმედება , რომელიც დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობასთან .

3.საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო , აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში – დაცული ტერიტორიების სააგენტო .

4.სამინისტრო აკონტროლებს და აწესრიგებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის წესების , კვოტების , ვადებისა და სხვა მოთხოვნათა შესრულებას , აგრეთვე , ცხოველთა საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , მიგრაციისა და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დადგენისა და დაცვის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების სისწორესა და დროულობას .

5.სამინისტროს უფლება აქვს : ა ) შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით თვითნებური სარგებლობა , აგრეთვე , ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესების , ვადების , კვოტების და სხვა მოთხოვნების დარღვევით სარგებლობა ; ბ ) გასცეს განკარგულებები ცხოველთა სამყაროს დაცვისა და სარგებლობის წესების , კვოტების , ვადებისა და სხვა მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ ; გ ) შეაჩეროს სამუშაოები , რომელთა განხორციელებისას სისტემატურად ირღვევა ცხოველთა სამყაროს დაცვის , მათი საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების გადარჩენის სტაციების , მიგრაციის და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დაცვის წესები , კვოტები და სხვა მოთხოვნები , სანამ არ აღმოიფხვრება ეს დარღვევები .

6.(ამოღებულია).

7.დაცული ტერიტორიების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ფიზიკური დაცვის პრაქტიკულ ღონისძიებებს ახორციელებს დაცული ტერიტორიების სამსახური . საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3348 - სსმ I, №39 19.07.2010 წ., მუხ.238 საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4149 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. თავი VII. პასუხისმგებლობა ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონის დარღვევისათვის

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობისადმი სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ამოცანაა უზრუნველყოს ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ ცხოველთა სამყაროს დაცვის მოვალეობათა შესრულება , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისა და მისი დაცვის წესებისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების დაცვა . 2. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას ექვემდებარება მოსარგებლის ნებისმიერი ქმედება , რომელიც დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობასთან . 3. საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო , აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში – დაცული ტერიტორიების სააგენტო . 4. სამინისტრო აკონტროლებს და აწესრიგებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის წესების , კვოტების , ვადებისა და სხვა მოთხოვნათა შესრულებას , აგრეთვე , ცხოველთა საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , მიგრაციისა და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დადგენისა და დაცვის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების სისწორესა და დროულობას . 5. სამინისტროს უფლება აქვს : ა ) შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით თვითნებური სარგებლობა , აგრეთვე , ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესების , ვადების , კვოტების და სხვა მოთხოვნების დარღვევით სარგებლობა ; ბ ) გასცეს განკარგულებები ცხოველთა სამყაროს დაცვისა და სარგებლობის წესების , კვოტების , ვადებისა და სხვა მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ ; გ ) შეაჩეროს სამუშაოები , რომელთა განხორციელებისას სისტემატურად ირღვევა ცხოველთა სამყაროს დაცვის , მათი საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების გადარჩენის სტაციების , მიგრაციის და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დაცვის წესები , კვოტები და სხვა მოთხოვნები , სანამ არ აღმოიფხვრება ეს დარღვევები . 6. (ამოღებულია). 7. დაცული ტერიტორიების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ფიზიკური დაცვის პრაქტიკულ ღონისძიებებს ახორციელებს დაცული ტერიტორიების სამსახური . საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3348 - სსმ I, №39 19.07.2010 წ., მუხ.238 საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4149 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. თავი VII. პასუხისმგებლობა ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონის დარღვევისათვის

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2018

    62-ე მუხლის მე-3 პუნქტში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მხოლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტო; სატყეო სააგენტო ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2010

    62-ე მუხლის მე-3 პუნქტში სახელმწიფო კონტროლის სუბიექტებად სამინისტროსთან ერთად დასახელდნენ სატყეო სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხოლო მე-6 პუნქტი ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27303871857131058573 (და…662
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…კოლხეთის დაცული ტერიტო…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს „წითელი ნუ…საქართველოს გარემოს და…პესტიციდებისა და აგროქ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა