Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოს დაცვის შესახებმუხლი 57

გარემოს დაცვის შესახებ

მუხლი 57. სახელმწიფო კონტროლი

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:დაბინძურების კონტროლიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტრო, დეპარტამენტი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, აგრეთვე სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო.

2.დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს რეგულირების ობიექტის: ა) გეგმურ ან არაგეგმურ შემოწმებას; ბ) დათვალიერებას.

3.რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების საფუძველია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ან დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამ აქტის გასაჩივრება არ იწვევს რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერებას. რეგულირების ობიექტის დათვალიერების განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს.

4.სასაზღვრო ზოლში შემოწმების განხორციელების პერიოდები თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან.

5.დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები; ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

6.დეპარტამენტი ვალდებულია რეგულირების ობიექტის შემოწმების ან დათვალიერების განხორციელებისას შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა (მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება) მხოლოდ იმ გონივრული ვადით და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში, რომლებიც საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად, და დადგენილი წესით მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები.

7.თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტი საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტის (აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გარეშე ახორციელებს, ან რეგულირების ობიექტის საქმიანობა გარემოს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის და მისი აღმოფხვრა სავალდებულოა, თუმცა ამის დაუყოვნებლივ განხორციელება შეუძლებელია, ან რეგულირების ობიექტის საქმიანობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ანდა მტკიცებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების სრულ აღმოფხვრამდე რეგულირების ობიექტისთვის შესაბამისი ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნივთი). რეგულირების ობიექტისთვის ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება ადმინისტრაციული მიწერილობის სახით და იგი წარედგინება რეგულირების ობიექტს. მისი შესრულება სავალდებულოა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მიწერილობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს. რეგულირების ობიექტის საქმიანობის შედეგად გარემოსთვის შექმნილი მნიშვნელოვანი საფრთხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები დგინდება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

8.დეპარტამენტის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სხვა მოთხოვნები და წესები განისაზღვრება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესით“.

9.იმ ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯების ანაზღაურება, რომელთა საფუძველზედაც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დამრღვევ რეგულირების ობიექტს (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა).

10.დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ცეცხლსასროლი იარაღის სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გამოყენებისას მან უნდა იხელმძღვანელოს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3049 - სსმ I, №26, 20.05.2010წ., მუხ.177 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4398 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4653 - ვებგვერდი, 13.05.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №469 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 31 მაისის კანონი №680 – ვებგვერდი, 18.06.2013წ. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4489 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4955 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1698 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 15 ოქტომბრის კანონი №5094 – ვებგვერდი, 21.10.2019წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5968 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №245 – ვებგვერდი, 12.03.2021წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №556 – ვებგვერდი, 15.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №677 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. კარი II 1 გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5640 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. თავი XVI 1 პასუხისმგებლობა გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5640 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. მუხლი 57 1 . პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის 1. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2.პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდარღვევის ჩამდენს არ ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურების ვალდებულებისგან. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5640 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №245 – ვებგვერდი, 12.03.2021წ. მუხლი 57 2 . გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 1. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტიდან.

2.გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ მომენტიდან, როცა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ (შემდგომ − მაკონტროლებელი ორგანო) შეიტყო გარემოსთვის მიყენებული ზიანის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის (შემდგომ − ვალდებული პირი) თაობაზე. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5640 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. მუხლი 57 3 . (ამოღებულია) საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5640 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №469 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. თავი XVI 2 . (ამოღებულია) საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5640 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №469 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
  2. 15 მაი. 2025
წინა მუხლი 56¹შემდეგი მუხლი 57¹⁰

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შესაბამისობის აუდიტი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნავთობის დაღვრის სარჩელისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №38

1
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-06-16
8
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 84

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

გარემოს დაცვის შესახებ

  • 13სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 31წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები და კონტროლის ფარგლები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 4სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმის განხორციელების პრინციპები
  • 3სახელმწიფო კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების განსაზღვრა
  • 6სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმები

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 27სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 8ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო რეგულირება

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 22ტყის ზედამხედველობის უფლებამოსილება

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 62სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაზე

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

  • 7სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე

წყლის შესახებ

  • 85წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 77სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27788413628577436223157
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…წყლის რესურსების მართვ…საქართველოს გარემოს და…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს „წითელი ნუ…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026