Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოს დაცვის შესახებმუხლი 13

გარემოს დაცვის შესახებ

მუხლი 13. სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 31 მარ. 2027
თემები:გარემოზე ზემოქმედების შეფასებადაბინძურების კონტროლიგანახლებადი ენერგიანარჩენების მართვაენერგიის წარმოებაადმინისტრაციული წარმოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სახელმწიფო მართვა; გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; გ 1 ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო მართვისა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა; დ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება; ზ) გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი; თ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი; ი) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი; კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება; ლ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მ) გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; ნ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება; ო) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება; ო 1 ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა; [ო 2 ) საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის გაცემა; (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან) ] პ) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ჟ) (ამოღებულია - 01.06.2017, №891); რ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა; რ​ 1 ) „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა; რ 2 ) ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა; რ 3 ) ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტზე წინასწარ დასაბუთებული თანხმობის გაცემა; ს) საქართველოს ტერიტორიაზე „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მონიტორინგი; ტ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების ორგანიზება; უ) ნარჩენების მართვის ორგანიზება; ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239 საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465 ა - სსმ I, №27, 17.07.2000წ., მუხ.86 საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000წ., მუხ.88 საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.406 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4398 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5289 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №469 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 18 სექტემბრის კანონი №2657 - ვებგვერდი, 02.10.2014წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4955 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №891 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1698 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3283 – ვებგვერდი, 05.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №556 – ვებგვერდი, 15.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №677 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1797 – ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

რედაქციების შედარება

სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლობუნებრივი წიაღისეულისა)წყალბადისა) სარგებლობის სახელმწიფო მართვა; გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლობუნებრივი წიაღისეულისა)წყალბადისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; გ 1 ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო მართვისა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა; დ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება; ზ) გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი; თ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი; ი) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი; კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება; ლ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მ) გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; ნ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება; ო) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება; ო 1 ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა; პ) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ჟ) (ამოღებულია - 01.06.2017, №891) ;№891); რ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა; რრ​ 1 ) ოზონდამშლელი„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა; რ 2 ) ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა; რ 3 ) ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტზე წინასწარ დასაბუთებული თანხმობის გაცემა; ს) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მონიტორინგი; ტ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების ორგანიზება; უ) ნარჩენების მართვის ორგანიზება; ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ.,09.12.1999წ., მუხ.239 საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465 ა - სსმ I, №27, 17.07.2000 წ.,17.07.2000წ., მუხ.86 საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ.,24.07.2000წ., მუხ.88 საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ.,26.12.2007წ., მუხ.406 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4398 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის  24 ნოემბრის კანონი №5289 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის  25 მარტის კანონი №469 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 201 42014 წლის 18 სექტემბრის კანონი №2657 - ვებგვერდი, 02.10.2014წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4955 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №891 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1698 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3283 – ვებგვერდი, 05.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №556 – ვებგვერდი, 15.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №677 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 მარ. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2026
  2. 30 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
  3. 15 მაი. 2025
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარემოს დაბინძურება (მუხლი 287-306) - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიომასის ენერგეტიკული პროექტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი
  • გარემოს აღდგენასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №38

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2026-06-30
7
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

გარემოს დაცვის შესახებ

  • 57სახელმწიფო კონტროლი
  • 11სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 34საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 6წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტური ორგანოები
  • 31წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები და კონტროლის ფარგლები

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 18სამინისტროს კომპეტენცია

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 94საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 6ნარჩენების

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 4გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში უფლებამოსილი ორგანოები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18დაცული ტერიტორიების მართვა

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 8საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში

წყლის შესახებ

  • 10საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8341857111064941863113
მნიშვნელობით ახლოსსაზოგადოებრივი ჯანმრთე…გარემოს დაცვის შესახებწყლის რესურსების მართვ…საქართველოს ტყის კოდექ…ბავშვის უფლებათა კოდექ…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026