Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 34¹

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 34¹. საფონდო ბირჟის წესები

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ფასიანი ქაღალდების რეგულაციაკომერციული არბიტრაჟივაჭრობის მხარდაჭერა და სტრატეგიაბირჟის Go-to-Market სტრატეგია საქართველოში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²2345

1.საფონდო ბირჟის სავაჭრო წესები : ა ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული დავების მოგვარების მეთოდებსა და პროცედურებს ; ბ ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პროცედურებს და კონკრეტული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტის პირობებს ; გ ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესიების დღეებსა და საათებს ; დ ) განსაზღვრავს საბირჟო ვაჭრობის მონაწილე პირთა უფლება - მოვალეობებს და ჯარიმებს ამ მოთხოვნათა დარღვევისათვის ; ე ) განსაზღვრავს კოტირებისა და გამოცხადების პროცედურას , ასევე კოტირების ფორმასა და შინაარსს და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაზრო მონაცემებს ( წესები უნდა ემსახურებოდეს სამართლიან და ინფორმაციულ კოტირებათა წარმოქმნას , არ უნდა უშვებდეს შეცდომაში შემყვან და ცრუ კოტირებებს და ხელს უნდა უწყობდეს კოტირებათა შეგროვებისა და გავრცელების მოწესრიგებულ პროცედურებს ); ვ ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟის საინფორმაციო საშუალებებს ; ზ ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებების აღრიცხვის წესებს , რომლებიც აუცილებელია წევრებს შორის დადებულ გარიგებათა შესახებ ჩანაწერების შექმნისა და შემდგომი ანგარიშსწორებისათვის ; თ ) განსაზღვრავს სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად ბროკერების საფონდო ბირჟაზე დაშვების პროცედურას , მათ შორის , საკვალიფიკაციო / საგამოცდო მოთხოვნებს , ბროკერთა საქმიანობაზე ზედამხედველობისა და მათი სავაჭროდ დაშვების დროებით ან სამუდამოდ გაუქმების პირობებს ; ი ) უზრუნველყოფს გაყალბებისა და მანიპულირების თავიდან ასაცილებელ მექანიზმებს ; ხელს უწყობს სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ვაჭრობის პრინციპების დამკვიდრებას , აგრეთვე რეგულირებაში , კლირინგში , ანგარიშსწორებასა და ინფორმაციის დამუშავებაში ჩართული პირების საქმიანობის კოორდინაციისა და თანამშრომლობის განვითარებას ფასიანი ქაღალდებით გარიგებებისათვის ხელის შეწყობის მიზნით ; კ ) კრძალავს დისკრიმინაციას ერთნაირი სტატუსის მქონე კლიენტებს , ემიტენტებს , საბროკერო კომპანიებსა და ბროკერებს შორის .

1¹.საფონდო ბირჟის წესები ძალაში შესულად ითვლება საქართველოს ეროვნულ ბანკთან მათი შეთანხმების შემდეგ. ახალი წესების მიღება, არსებულ წესებში ცვლილების შეტანა ან მათი გაუქმება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე.

1².ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალი წესების მიღების, არსებულ წესებში ცვლილების შეტანის ან მათი გაუქმების თაობაზე წარდგენილ შეტყობინებას საქართველოს ეროვნული ბანკი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და საფონდო ბირჟას აცნობებს წერილობით თანხმობას ან დასაბუთებულ უარს. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 20 სამუშაო დღით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა გაცემულად ჩაითვლება, თუ იგი წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ აცნობებს განმცხადებელს უარს ახალი წესების მიღებაზე, არსებულ წესებში ცვლილების შეტანაზე ან მათ გაუქმებაზე.

2.საფონდო ბირჟამ ყოველ სავაჭრო დღეს საჯაროდ უნდა გამოაცხადოს ვაჭრობის სრული დღიური ბრუნვა , ფასები და გაყიდული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა საბაზრო ინფორმაცია .

3.საფონდო ბირჟის სხვა წესები განსაზღვრავს : ა ) საფონდო ბირჟის მომსახურების სახეებს და ამ მომსახურების ფასებს ; ბ ) წევრთა კლიენტების საჩივართა მოგვარების პროცედურას იმ საკითხებთან დაკავშირებით , რომლებიც საფონდო ბირჟის წესებს ეხება ; გ ) პასუხისმგებლობას ამ კანონისა და შესაბამისი წესებისა თუ საფონდო ბირჟის წესების დარღვევისათვის , მათი გარიცხვის , საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის , საყვედურის გამოცხადების , დაჯარიმებისა და სხვა სათანადო სანქციების გამოყენებით ; დ ) ეთიკის კოდექსის ნორმებს .

4.დაუშვებელია საფონდო ბირჟა ეწეოდეს სხვა საქმიანობას , გარდა : ა ) ამ კანონით გათვალისწინებული საფონდო ბირჟის ( ძირითადი ) საქმიანობისა ; ბ ) ზემოხსენებული ძირითადი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა ( დამხმარე ) საქმიანობებისა ; გ ) ზემოხსენებული ძირითადი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო აქტივების ეფექტიანი გამოყენებისთვის გამიზნული დამხმარე საქმიანობისა .

5.საქართველოში ერთდროულად შეიძლება საქმიანობდეს რამდენიმე საფონდო ბირჟა . საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. საფონდო ბირჟის სავაჭრო წესები : ა ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული დავების მოგვარების მეთოდებსა და პროცედურებს ; ბ ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პროცედურებს და კონკრეტული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტის პირობებს ; გ ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესიების დღეებსა და საათებს ; დ ) განსაზღვრავს საბირჟო ვაჭრობის მონაწილე პირთა უფლება - მოვალეობებს და ჯარიმებს ამ მოთხოვნათა დარღვევისათვის ; ე ) განსაზღვრავს კოტირებისა და გამოცხადების პროცედურას , ასევე კოტირების ფორმასა და შინაარსს და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაზრო მონაცემებს ( წესები უნდა ემსახურებოდეს სამართლიან და ინფორმაციულ კოტირებათა წარმოქმნას , არ უნდა უშვებდეს შეცდომაში შემყვან და ცრუ კოტირებებს და ხელს უნდა უწყობდეს კოტირებათა შეგროვებისა და გავრცელების მოწესრიგებულ პროცედურებს ); ვ ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟის საინფორმაციო საშუალებებს ; ზ ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებების აღრიცხვის წესებს , რომლებიც აუცილებელია წევრებს შორის დადებულ გარიგებათა შესახებ ჩანაწერების შექმნისა და შემდგომი ანგარიშსწორებისათვის ; თ ) განსაზღვრავს სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად ბროკერების საფონდო ბირჟაზე დაშვების პროცედურას , მათ შორის , საკვალიფიკაციო / საგამოცდო მოთხოვნებს , ბროკერთა საქმიანობაზე ზედამხედველობისა და მათი სავაჭროდ დაშვების დროებით ან სამუდამოდ გაუქმების პირობებს ; ი ) უზრუნველყოფს გაყალბებისა და მანიპულირების თავიდან ასაცილებელ მექანიზმებს ; ხელს უწყობს სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ვაჭრობის პრინციპების დამკვიდრებას , აგრეთვე რეგულირებაში , კლირინგში , ანგარიშსწორებასა და ინფორმაციის დამუშავებაში ჩართული პირების საქმიანობის კოორდინაციისა და თანამშრომლობის განვითარებას ფასიანი ქაღალდებით გარიგებებისათვის ხელის შეწყობის მიზნით ; კ ) კრძალავს დისკრიმინაციას ერთნაირი სტატუსის მქონე კლიენტებს , ემიტენტებს , საბროკერო კომპანიებსა და ბროკერებს შორის . [ 1 1 . საფონდო ბირჟის წესები ძალაში შესულად ითვლება საქართველოს ეროვნულ ბანკთან მათი შეთანხმების შემდეგ. ახალი წესების მიღება, არსებულ წესებში ცვლილების შეტანა ან მათი გაუქმება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. 1 2 . ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალი წესების მიღების, არსებულ წესებში ცვლილების შეტანის ან მათი გაუქმების თაობაზე წარდგენილ შეტყობინებას საქართველოს ეროვნული ბანკი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და საფონდო ბირჟას აცნობებს წერილობით თანხმობას ან დასაბუთებულ უარს. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 20 სამუშაო დღით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა გაცემულად ჩაითვლება, თუ იგი წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ აცნობებს განმცხადებელს უარს ახალი წესების მიღებაზე, არსებულ წესებში ცვლილების შეტანაზე ან მათ გაუქმებაზე. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] 2. საფონდო ბირჟამ ყოველ სავაჭრო დღეს საჯაროდ უნდა გამოაცხადოს ვაჭრობის სრული დღიური ბრუნვა , ფასები და გაყიდული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა საბაზრო ინფორმაცია . 3. საფონდო ბირჟის სხვა წესები განსაზღვრავს : ა ) საფონდო ბირჟის მომსახურების სახეებს და ამ მომსახურების ფასებს ; ბ ) წევრთა კლიენტების საჩივართა მოგვარების პროცედურას იმ საკითხებთან დაკავშირებით , რომლებიც საფონდო ბირჟის წესებს ეხება ; გ ) პასუხისმგებლობას ამ კანონისა და შესაბამისი წესებისა თუ საფონდო ბირჟის წესების დარღვევისათვის , მათი გარიცხვის , საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის , საყვედურის გამოცხადების , დაჯარიმებისა და სხვა სათანადო სანქციების გამოყენებით ; დ ) ეთიკის კოდექსის ნორმებს . 4. დაუშვებელია საფონდო ბირჟა ეწეოდეს სხვა საქმიანობას , გარდა : ა ) ამ კანონით გათვალისწინებული საფონდო ბირჟის ( ძირითადი ) საქმიანობისა ; ბ ) ზემოხსენებული ძირითადი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა ( დამხმარე ) საქმიანობებისა ; გ ) ზემოხსენებული ძირითადი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო აქტივების ეფექტიანი გამოყენებისთვის გამიზნული დამხმარე საქმიანობისა . 5. საქართველოში ერთდროულად შეიძლება საქმიანობდეს რამდენიმე საფონდო ბირჟა . საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

წინა მუხლი 34შემდეგი მუხლი 35

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არბიტრაჟული შესაძლებლობების ანალიზი საქართველოს ბაზარზე1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო კრიპტო ბირჟის ბაზარზე შესვლის სტრატეგია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფიუჩერსების და ბერკეტიანი ვაჭრობის კონსულტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • P2P ვაჭრობის დაყენება და რისკების მართვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №50

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 38

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 35საფონდო ბირჟის მმართველი ორგანო
  • 41საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი
  • 18გარიგებანი საფონდო ბირჟაზე

სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

  • 14საბირჟო ვაჭრობის წესები
  • 13ბირჟის წესდება
  • 1კანონმდებლობა სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი

მეწარმეთა შესახებ

  • 193საერთო კრებაში მონაწილეობა
  • 34¹სამეწარმეო საზოგადოების მიერ სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვება
  • 201კენჭისყრის შედეგების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 60ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციის მიმღები ფონდის მარეგულირებელი ზოგადი დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1413138354118266019334¹20134¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…სასაქონლო ბირჟებისა და…საინვესტიციო ფონდების …მეწარმეთა შესახებსაგადახდო სისტემისა და…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026