სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

მუხლი 14. საბირჟო ვაჭრობის წესები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბირჟო ვაჭრობის წესებში განსაზღვრული უნდა იყოს: ა) საბირჟო ვაჭრობის წარმოების წესი; ბ) საბირჟო გარიგების სახეები; გ) საბირჟო გარიგებათა შესაბამისად ანგარიშსწორებისა და საქონლის მიწოდების წესები; დ) საბირჟო რისკების მართვის წესი; ე) საბირჟო საქონლის სტანდარტების დადგენის წესი; ვ) საგარანტიო ფონდების ფორმირების წესი; ზ) ბირჟის სექციების დასახელება; თ) სამომავლო საბირჟო ვაჭრობის შესახებ საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა ინფორმირების წესი; ი) საბირჟო გარიგებათა რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესი; კ) საბირჟო საქონელზე ფასების კოტირების წესი; ლ) სამომავლო საბირჟო ვაჭრობაზე საბირჟო გარიგებების შესახებ, მათ შორის, საბირჟო გარიგებების ფასებზე და საბირჟო ფასების კოტირების თაობაზე საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა ინფორმირების წესი; მ) ბირჟებისა და საბაზრო საქონლის კონიუნქტურის შესახებ ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა ინფორმირების წესი; ნ) საბირჟო გარიგებების დადებისას ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა ურთიერთანგარიშსწორების წესი; ო) ბირჟაზე ფასწარმოქმნის პროცესებზე მონიტორინგი, რათა არ იქნეს დაშვებული ხელოვნურად ფასების დონის მკვეთრი დღიური მომატება ან შემცირება, ფასების ჯგუფური შეთანხმებები, განზარახ მომატება ან შემცირება, ფასებზე ზემოქმედების მიზნით ყალბი ხმების გავრცელება: პ) ზომები, რომლებიც საბირჟო ვაჭრობაზე უზრუნველყოფენ წესრიგს და დისციპლინას, აგრეთვე ამ ზომების გამოყენების წესი; ჟ) ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა მიერ საბირჟო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, ბირჟის სადამფუძნებლო დოკუმენტების, საბირჟო ვაჭრობის წესების, ბირჟის წევრთა საერთო კრებისა და ბირჟის მართვის სხვა ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებას; რ) იმ დარღვევათა ჩამონათვალი, რომელთათვისაც ბირჟა საბირჟო ვაჭრობის მონაწილეებს აკისრებს ჯარიმებს, აგრეთვე ამ ჯარიმების ოდენობა და ამოღების წესი; ს) გადარიცხვების, ტარიფებისა და სხვა შენატანების ოდენობა და ბირჟის მიერ მათი ამოღების წესი.

2.საბირჟო ვაჭრობის წესებს ამტკიცებს ბირჟის წევრთა საერთო კრება. თავი III საბირჟო ვაჭრობის მოწყობა და მისი მონაწილეები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 31 დეკ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6221334¹184432241837384314
მნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…სასაქონლო ბირჟებისა და…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…არბიტრაჟის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა