Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 60

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 60. ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციის მიმღები ფონდის მარეგულირებელი ზოგადი დებულებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:აქტივების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ინვესტიციის მიმღები ფონდი ვალდებულია ინვესტორ ფონდს მიაწოდოს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რათა ინვესტორმა ფონდმა შეძლოს ამ კანონითა და საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ამ მიზნით ინვესტორი ფონდი ინვესტიციის მიმღებ ფონდთან დებს შესაბამის შეთანხმებას. თუ ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს ერთი და იგივე აქტივების მმართველი კომპანია მართავს, აღნიშნული შეთანხმება შეიძლება ჩანაცვლდეს აქტივების მმართველი კომპანიის შიდა წესებით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების ძალაში შესვლამდე ინვესტორ ფონდს ეკრძალება ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელება. ეს შეთანხმება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ერთეულის მფლობელისთვის შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში და საფასურის გადახდის გარეშე.

3.ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს ეკისრებათ ვალდებულება, მიიღონ სათანადო ზომები საკუთარი აქტივების წმინდა ღირებულების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების დროთა კოორდინირებისთვის.

4.თუ ინვესტიციის მიმღები ფონდი ამ კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით ან საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნით შეაჩერებს ერთეულების განთავსების ან გამოსყიდვის პროცესს, მისი თითოეული ინვესტორი ფონდი უფლებამოსილია იმავე ვადით შეაჩეროს საკუთარი ერთეულების განთავსება ან გამოსყიდვა. ასეთ შემთხვევაში ინვესტორ ფონდზე არ ვრცელდება იმავე მუხლით დადგენილი შეზღუდვები.

5.ინვესტიციის მიმღები ფონდის ლიკვიდაციისას აგრეთვე უნდა მოხდეს ინვესტორი ფონდის ლიკვიდაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საზედამხედველო ორგანო ინვესტორ ფონდს აძლევს თანხმობას, განახორციელოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედება: ა) საკუთარი აქტივების სულ მცირე 85 პროცენტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს სხვა ინვესტიციის მიმღებ ფონდში; ბ) თავის სადამფუძნებლო დოკუმენტში შეიტანოს ცვლილება, რომლის თანახმადაც, შესაძლებელი გახდება ინვესტორი ფონდის გარდაქმნა ისეთ საინვესტიციო ფონდად (UCITS-ად), რომელიც ინვესტორი ფონდი არ არის.

6.ინვესტიციის მიმღები ფონდის სხვა UCITS-თან შერწყმისას ან უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ინვესტიციის მიმღები ფონდის შემთხვევაში მისი გაყოფისას უნდა მოხდეს ინვესტორი ფონდის ლიკვიდაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საზედამხედველო ორგანო ინვესტორ ფონდს აძლევს თანხმობას, განახორციელოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედება: ა) განაგრძოს საქმიანობა, როგორც ინვესტიციის მიმღები ფონდის ან მისი შერწყმის ან გაყოფის შედეგად წარმოქმნილი სხვა UCITS-ის ინვესტორმა ფონდმა. თუ საზედამხედველო ორგანო არ გასცემს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხმობას, ინვესტიციის მიმღები ფონდი ვალდებულია ინვესტორ ფონდს მისცეს შესაძლებლობა, ინვესტიციის მიმღები ფონდის შერწყმის ან გაყოფის დასრულებამდე მოითხოვოს საკუთარი ერთეულების გამოსყიდვა; ბ) საკუთარი აქტივების სულ მცირე 85 პროცენტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს სხვა ინვესტიციის მიმღებ ფონდში, რომელიც შერწყმის ან გაყოფის შედეგად არ წარმოქმნილა; გ) თავის სადამფუძნებლო დოკუმენტში შეიტანოს ცვლილება, რომლის თანახმადაც, შესაძლებელი გახდება ინვესტორი ფონდის გარდაქმნა ისეთ საინვესტიციო ფონდად (UCITS-ად), რომელიც ინვესტორი ფონდი არ არის.

წინა მუხლი 59შემდეგი მუხლი 61

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინვესტიციების მართვის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 41მუხლი 54

მიუთითებენ მასზე

მუხლი 58

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 58ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებაზე თანხმობის გაცემა
  • 59ინვესტორი ფონდის მიერ ერთეულის მფლობელებისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • 61ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციების მიმღები ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი და აუდიტორი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი
  • 5საინვესტიციო ფონდის განაცხადი
  • 4საინვესტიციო ფონდის შექმნის პროცედურა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 4ინვესტორის უფლებები

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 3ინვესტორის უფლებები
  • 4ინვესტორის მოვალეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 22ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2243452⁴23¹654584154596160
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…ინვესტიციების სახელმწი…საინვესტიციო საქმიანობ…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026