საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 53. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერება ან შეწყვეტა

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერება, თუ: ა) კვლევითი საქმიანობა არ ხორციელდება ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისად; ბ) უცხო ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევას, არ იცავს ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

2.საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეწყვეტა ამ კანონის 50-ე მუხლის დებულებების ნებისმიერი შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ ეს კვლევითი პროექტის ან სამეცნიერო საქმიანობის სერიოზული ცვლილებების ტოლფასია.

3.საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეწყვეტა, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიტუაცია არ შეიცვლება გარკვეული დროის განმავლობაში.

4.საქართველოს მიერ სამეცნიერო კვლევის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინების შემდეგ ის ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს კვლევას, აჩერებს ან წყვეტს კვლევით საქმიანობას.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერების შესახებ დადგენილება უქმდება საქართველოს მიერ და კვლევა შეიძლება გაგრძელდეს, თუ მისი განხორციელების უფლების მქონე ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დააკმაყოფილებს ამ კანონის 50-ე და 51-ე მუხლების მოთხოვნებს. საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერება, თუ: ა) კვლევითი საქმიანობა არ ხორციელდება ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისად; ბ) უცხო ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევას, არ იცავს ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 2. საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეწყვეტა ამ კანონის 50-ე მუხლის დებულებების ნებისმიერი შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ ეს კვლევითი პროექტის ან სამეცნიერო საქმიანობის სერიოზული ცვლილებების ტოლფასია. 3. საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეწყვეტა, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიტუაცია არ შეიცვლება გარკვეული დროის განმავლობაში. 4. საქართველოს მიერ სამეცნიერო კვლევის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინების შემდეგ ის ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს კვლევას, აჩერებს ან წყვეტს კვლევით საქმიანობას. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერების შესახებ დადგენილება უქმდება საქართველოს მიერ და კვლევა შეიძლება გაგრძელდეს, თუ მისი განხორციელების უფლების მქონე ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დააკმაყოფილებს ამ კანონის 50-ე და 51-ე მუხლების მოთხოვნებს. საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 ივნ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტში კვლევის შეწყვეტის მოთხოვნის საფუძველი გაფართოვდა: ინფორმაციის გაყალბების ნაცვლად 50-ე მუხლის დებულებების ნებისმიერი შეუსრულებლობა; ასევე შეიცვალა „კვლევითი საქმიანობა“ „სამეცნიერო საქმიანობით“ და „ცვლილება“ „ცვლილებებით“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52296505149524882837⁴4 (და…9 (და…17553
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საზღვაო სი…უმაღლესი განათლების შე…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სისხლის სა…ქარსაფარი (მინდორდაცვი…მეცნიერების, ტექნოლოგი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა