Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საზღვაო სივრცის შესახებმუხლი 49

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 49. სამეცნიერო კვლევა საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023
თემები:მედიკამენტების რეგულირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებათა შესაბამისად, თავისი იურისდიქციის განხორციელების მიზნით საქართველო არეგულირებს და ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე, ასევე ნებას რთავს უცხო ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს განახორციელონ სამეცნიერო კვლევები.

2.საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევები ხორციელდება საქართველოს შესაბამისი ორგანოების ნებართვით. ჩვეულებრივი გარემოებების არსებობისას (მათ შორის, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში) საქართველო ნებას რთავს უცხო ქვეყნებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს განახორციელონ სამეცნიერო კვლევები მშვიდობიანი მიზნით და ზღვის გარემოს შესახებ ცოდნის გასამდიდრებლად.

3.საქართველოს უფლება აქვს უარი განუცხადოს უცხო ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის განხორციელებაზე, თუ სამეცნიერო კვლევის პროექტი: ა) დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსების დაზვერვასა და მოპოვებასთან; ბ) ითვალისწინებს კონტინენტურ შელფზე ჭაბურღილების დადგმას, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებას ან ზღვის გარემოში მავნე ნივთიერებების შეტანას; გ) ითვალისწინებს ხელოვნური კუნძულების და ნაგებობების მშენებლობას ან მოწყობილობების დამონტაჟებას, აგრეთვე მათ ექსპლუატაციასა და გამოყენებას; დ) შეიცავს სამეცნიერო კვლევის მიზნისა და ხასიათის შესახებ არასწორ ინფორმაციას, ან კვლევის ჩატარების მსურველმა ქვეყანამ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ ადრე განხორციელებული კვლევის დროს საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

4.საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის დროს უცხო ქვეყნები საქართველოს არ უნდა უქმნიდნენ გაუმართლებელ დაბრკოლებებს თავისი სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის განხორციელებისას.

წინა მუხლი 48შემდეგი მუხლი 50

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კლინიკური კვლევის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-13 · №25

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 53საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერება ან შეწყვეტა
  • 48სამეცნიერო კვლევის განხორციელების პრინციპები საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე
  • 51უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი პირობების დაცვის ვალდებულება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 21საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში სხვა სახელმწიფოს გემისათვის სარეწი, კვლევითი და ჰიდროგრაფიული საქმიანობის აკრძალვა
  • 28სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 37⁴მეცნიერის უფლებები და მოვალეობები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 296საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კანონმდებლობის დარღვევა

წიაღის შესახებ

  • 32¹საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასა რგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით რეგულირებულ ურთიერთობათა სტაბილურობა

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 9მეცნიერის მოვალეობანი
  • 8მეცნიერის გარანტიები
  • 23საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

  • 5სპეციალური მოკვლევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2965348519823212837⁴32¹549
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…უმაღლესი განათლების შე…საქართველოს სისხლის სა…წიაღის შესახებმეცნიერების, ტექნოლოგი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 დეკ. 2023