სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 9 (დანართი 4)

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია, არ გასცეს საშვი: ა) თუ საშვის მაძიებლის წერილობითი მიმართვა არ შეესაბამება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) თუ საშვის მაძიებელმა წარადგინა არასწორი/არასრული ინფორმაცია; გ) თუ საშვის მაძიებლის ტერიტორიაზე დაშვებით საფრთხე შეიძლება შეექმნას მის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას; დ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2.საშვის მოქმედების პერიოდში საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია, გააუქმოს ან/და შეაჩეროს საშვის მოქმედება: ა) თუ საშვის მფლობელმა წარადგინა არასწორი ინფორმაცია; ბ) თუ საშვის მფლობელი არღვევს ან არაჯეროვნად ასრულებს სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების წესებს; გ) თუ საფრთხე შეიძლება შეექმნას საშვის მფლობელის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას; დ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; ე) თუ პირს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების დასკვნის საფუძველზე, აკრძალული აქვს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3.შეჩერებული საშვის მოქმედება აღდგება შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრისთანავე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 9 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2013 – 9 სექ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁶354011101926136 (და…8 (და…29¹ (…499 (დანართი 4)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო დაცვის სპეც…უცხოელთა და მოქალაქეობ…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა