საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 52. ნაგულისხმები თანხმობა

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

უცხო ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უფლება აქვთ დაიწყონ სამეცნიერო კვლევის განხორციელება საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების მომენტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, თუ 4 თვის განმავლობაში საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა არ შეატყობინეს უცხო ქვეყნებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველო უარს ამბობს სამეცნიერო კვლევის განხორციელებაზე შემდეგი მოტივით: ა) პროექტის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება; ბ) ამ კანონის 50-ე და 51-ე მუხლების საფუძველზე ითხოვენ დამატებით ინფორმაციას სამეცნიერო კვლევის პირობების შესახებ; გ) უცხო ქვეყანამ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელსაც სურს საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის განხორციელება, ადრე განხორციელებული კვლევის დროს არ შეასრულა საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 იან. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
505153499892541201932852
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საზღვაო სი…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…უცხოური გავლენის გამჭვ…სისხლის სამართლის სფერ…უცხოეთში მცხოვრები თან…მომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა