სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

მუხლი 7. საქართველოს საგარეო დაზვერვის სისტემის ხელმძღვანელობა

რედაქცია №7კონსოლიდირებული · 27 აპრ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო დაზვერვის სისტემასა და საზღვარგარეთის სახელმწიფოთა დაზვერვის და კონტრდაზვერვის სამსახურებს შორის საუწყებათაშორისო ხასიათის მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის მიზანშეწონილობის შესახებ.

2.სამსახური წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებას, რომელიც კოორდინაციას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაზვერვის ქვედანაყოფების მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას.

2¹.სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე.

3.სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

4.სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც შემოსულია იმ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფლება აწარმოონ სადაზვერვო საქმიანობა ან რომლებისთვისაც თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას ცნობილი გახდა სადაზვერვო ინფორმაცია, სამსახურის მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით მიეწოდება საქართველოს პრეზიდენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს.

5.სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

6.სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სადაზვერვო მეთოდებით მიღებული ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის; ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში, ნიშნავს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენელს; გ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას; დ) უზრუნველყოფს თავისი მოსამსახურეების სრულ სამობილიზაციო მზადყოფნას. ე) კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას. საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №65 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.47 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №817 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.196 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1881 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.203

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-262-520-082008-07-2920
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა გარემოებები უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ, როდესაც სადავო ავტოფარეხზე ადრე წარმოშობილ უფლებასა და სახელმწიფო ორგანოსთვის ქონების შემდგომ გადაცემას შორის ურთიე

    დავა შეეხებოდა ავტოფარეხით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთასა და მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას. სააპელაციო სასამართლომ სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებით უნდა გამოკვლეულიყო სადავო ავტოფარეხზე ადრე წარმოშობილი უფლებისა და სახელმწიფო ორგანოსთვის ქონების გადაცემის აქტების ურთიერთმიმართება. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ე მუხლით ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 2 ივნ. 2004 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 9 ნოე. 2009

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7²75298794356787
მნიშვნელობით ახლოსსადაზვერვო საქმიანობის…საქართველოს დაზვერვის …საქართველოს მთავრობის …საქართველოს კონსტიტუცი…კონტრდაზვერვითი საქმია…სახელმწიფო საიდუმლოები…