Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებმუხლი 9

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

მუხლი 9. სააგენტოს უფროსი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

2.სააგენტოს უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს ეროვნული სადაზვერვო პროგრამისა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელებას; ბ) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისთვის წარდგენას/მიწოდებას; გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მისავლენად უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგენს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების კანდიდატურებს; დ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას; ე) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას დასამტკიცებლად წარუდგენს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს; ვ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით: ვ.ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით გამოსცემს საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს; ვ.ბ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ვ.გ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს; ვ.დ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემი ერთჯერადი დახმარების ოდენობას; ვ.ე) აუცილებლობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს მოსამსახურეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატების გაცემის შესახებ; ვ.ვ) წარმოადგენს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებში; ზ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ამ პუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს; თ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და ამტკიცებს სადაზვერვო დავალებებს; ი) დადგენილი წესით წაახალისებს სააგენტოს მოსამსახურეებს ან სააგენტოს მოსამსახურეებს აკისრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მოსამსახურეებს ანიჭებს მორიგ სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით; ლ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; მ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.არ შეიძლება სააგენტოს უფროსს ეკავოს სხვა თანამდებობა ან იგი ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობებისა. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1239 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1835 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1469 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 1 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ივლ. 2025 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2026
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  3. 21 სექ. 2022
  4. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2017
  5. 8 ოქტ. 2013

    მე-9 მუხლში სამსახურის უფროსის დანიშვნა-გათავისუფლება, მრჩევლის სტატუსი (მე-2 პუნქტი) და ეროვნული სადაზვერვო პროგრამის დამტკიცება (მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრზე გადავიდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №18

  • 5 ცვლილება · ბოლო 1 აპრ. 2026
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 11სააგენტოს მოსამსახურეები
  • 10სააგენტოს უფროსის მოადგილეები
  • 6სააგენტოს საქმიანობისა და უფლებამოსილების ფარგლები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 20სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილეები
  • 19სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება
  • 5სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 6სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 6სააგენტოს უფროსი
  • 8საბჭოს უფლებები და მოვალეობები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 8სააგენტოს ხელმძღვანელობა; სააგენტოს მოსამსახურე და მისი სამართლებრივი სტატუსი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 7სააგენტოს მართვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 13სამსახურის ხელმძღვანელობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
813111066201956879
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სახელმწიფო…დეპოზიტების დაზღვევის …დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს დაზვერვის …საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026