Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საიდუმლოების შესახებმუხლი 4

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 4. სახელმწიფოს უფლებამოსილებანი ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოს პარლამენტი: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებას; ბ) საპარლამენტო კონტროლს უწევს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულებას; გ) განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის აპარატის იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2.საქართველოს პრეზიდენტი: ა) საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა სფეროებში, ამ კანონის შესაბამისად წყვეტს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირების ნუსხას, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება და რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; გ) ამტკიცებს იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ.

3.საქართველოს მთავრობა: ა) ამტკიცებს: ა.ა) „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესს“; ა.ბ) სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხას; ა.გ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია; ა.დ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ; ბ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის/ცნობების სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

4.საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით მოახდინოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება.

5.საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები და მათი ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას; ბ) უზრუნველყოფენ მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას; გ) საქართველოს მთავრობას წარუდგენენ წინადადებებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემის სრულყოფის შესახებ.

6.სასამართლო ხელისუფლება: ა) განიხილავს იმ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას; ბ) საქმეთა განხილვისას უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას; გ) განსაზღვრავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებით ან დაკარგვით მიყენებული ზარალის ოდენობას, აგრეთვე იმ ზარალის ოდენობას, რომელიც აღნიშნული ინფორმაციის გაცემით მიადგა მის მფლობელს; დ) განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ.

7.მიმოქცევისთვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისთვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მისდამი მოპყრობის, ამ ინფორმაციის მიღების, გაცემისა და შენახვის წესი და პირობები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3587 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020  წლის 15 ივლისის კანონი №6918 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025  წლის 26 ივნისის კანონი №764 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  2. 28 ივლ. 2020
  3. 21 ნოე. 2018
  4. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №8

  • 4 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2025
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11მუხლი 29მუხლი 44

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 3სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ
  • 18სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება
  • 26სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ძირითადი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 21სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 239პარლამენტის დაცვა
  • 157პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში

საქართველოს კონსტიტუცია

  • 52საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 5
  • 7²

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 89საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 32საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 22საკანონმდებლო ხელისუფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
57²5232112944318262189222391574
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს მთავრობის …ბავშვის უფლებათა კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026