Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასადაზვერვო საქმიანობის შესახებმუხლი 5

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

მუხლი 5. საქართველოს დაზვერვის სისტემის საერთო და განსაკუთრებული კომპეტენცია

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 27 აპრ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს დაზვერვის სისტემა: ა) ნებაყოფლობის საფუძველზე კონფიდენციალურად ან ღიად თანამშრომლობს პირებთან, რომლებმაც გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი; ბ) საკუთარი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების საუწყებო და ორგანიზაციული კუთვნილების, შენობა-ნაგებობათა და სატრანსპორტო საშუალებათა კონსპირაციის მიზნით ახორციელებს მათ დაშიფრვას; გ) საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დებს ხელშეკრულებებს, რომლებიც სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობითაა ნაკარნახევი; დ) უზრუნველყოფს საკუთარ უშიშროებას, იცავს თავის მოსამსახურეებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; ე) უზრუნველყოფს მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის ოპერატიულად მიწოდებას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა სახელმწიფოთა ფარული სადაზვერვო საქმიანობის, აგრეთვე საერთაშორისო ტერორიზმის, ნარკობიზნესისა და ორგანიზებული დამნაშავეობის გამოვლენის ღონისძიებებში; ზ) ტექნიკური არხებიდან და ეთერიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს რადიოელექტრონულ და ტექნიკურ საშუალებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) იცავს სადაზვერვო მონაცემებს, აგრეთვე მათი მოპოვების წყაროებსა და მეთოდებს უნებართვო გამჟღავნებისაგან; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ურთიერთობას საზღვარგარეთის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებთან; კ) შეიმუშავებს სადაზვერვო წყაროების, მეთოდების, ანალიტიკურ სამუშაოთა დაცვის პროგრამებს.

2.სამსახური აგრეთვე: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვას, როგორც თავის ქვედანაყოფებში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს დიპლომატიურ და სხვა დაწესებულებებში. ამ მიზნით იყენებს როგორც ოპერატიულ, ისე საინჟინრო-ტექნიკური დაცვის ღონისძიებებს ტექნიკური არხებიდან სახელმწიფო საიდუმლოების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, ორგანიზაციებისა და მივლინებაში მყოფ იმ მოქალაქეთა და მათი ოჯახის წევრთა უშიშროებას, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან. საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №65 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.47 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №817 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.196

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 25 დეკ. 2004
  2. 2 ივნ. 2004
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2010-04-27 · №7

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2004-12-25
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 14იმ პირის უფლება-მოვალეობანი, რომელიც კონფიდენციალურ დახმარებას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემას
  • 13პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს საქართველოს დაზვერვის სისტემასთან
  • 4დაზვერვის სისტემის პრინციპები, მეთოდები და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 10სადაზვერვო დაწესებულებების უფლება-მოვალეობანი
  • 7სადაზვერვო დაწესებულებები
  • 12პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 8სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებები
  • 7კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურები
  • 6კონტრდაზვერვითი საქმიანობა და საჯაროობა

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 18თანამშრომლობის სხვა სახეები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 78საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

  • 5იმ სუბიექტების უფლებამოსილებანი, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ტერორიზმთან ბრძოლას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1413458761071218785
მნიშვნელობით ახლოსსადაზვერვო საქმიანობის…სადაზვერვო საქმიანობის…კონტრდაზვერვითი საქმია…სამართალდაცვით სფეროში…საერთაშორისო დაცვის შე…ტერორიზმთან ბრძოლის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 აპრ. 2010