სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14¹³. სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერება

რედაქცია №134 კონსოლიდირებული · 10 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის 14 8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის დარღვევის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელს შეუჩერდება სააღსრულებო საქმიანობის უფლება სალიცენზიო პირობის დარღვევის აღმოფხვრამდე. კერძო აღმასრულებელმა გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 14 8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სალიცენზიო მოთხოვნასთან შესაბამისობა.

2.კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას შეუჩერდება სააღსრულებო საქმიანობის უფლება.

3.პროცესის მწარმოებელი ორგანო/პირი კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

4.კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეაქვს კერძო აღმასრულებელთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძვლები, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია გააგრძელოს სააღსრულებო საქმიანობა. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 . 2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის 14 8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის დარღვევის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელს შეუჩერდება სააღსრულებო საქმიანობის უფლება სალიცენზიო პირობის დარღვევის აღმოფხვრამდე. კერძო აღმასრულებელმა გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 14 8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სალიცენზიო მოთხოვნასთან შესაბამისობა. 2. კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას შეუჩერდება სააღსრულებო საქმიანობის უფლება. 3. პროცესის მწარმოებელი ორგანო/პირი კერძო აღმასრულებლის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 4. კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეაქვს კერძო აღმასრულებელთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძვლები, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია გააგრძელოს სააღსრულებო საქმიანობა. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 . 2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №67 · ძალაშია 1 სექ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 ივლ. 2009 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14¹³ მუხლში ბრალდებულად მიცემის შეტყობინების ადრესატი და რეესტრში შეჩერების ჩანაწერის შემტანი და გამუქმებელი ორგანო აღსრულების ეროვნული ბიუროა.

  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    14¹³ მუხლი ადგენს საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძვლებს, 10-დღიან ვადას, შეტყობინების ვალდებულებას და რეესტრის ჩანაწერის წესს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
167163169182²25⁸14⁸14¹⁴14¹⁵14¹⁰2322¹731714¹³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…ნოტარიატის შესახებმაუწყებლობის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ნავთობისა და გაზის შეს…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა