ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 22¹. ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე−72 9 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების შეჩერება

რედაქცია №129 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი ადგენს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დასაკმაყოფილებლად და განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის.

2.ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.ლიცენზიის მფლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებამდე ლიცენზიის სრულად ან ნაწილობრივ (მათ შორის, კონკრეტულ მისამართზე) შეჩერების შესახებ.

4.თუ ლიცენზიის შეჩერებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებამ, ლიცენზიის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით ლიცენზიის მფლობელისთვის ლიცენზირებადი საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების შესრულება.

5.ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების შესახებ.

6.ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ლიცენზიის შეჩერების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობის აღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო ლიცენზია − აღდგენილად.

7.ლიცენზიის შეჩერების შემდეგ დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე 5 სამუშაო დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

8.თუ ლიცენზიის გამცემი მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე, მისი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ჩაჰბარდეს/გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში. სასამართლო საქმეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 26 თავით დადგენილი წესით განიხილავს.

9.თუ ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელმა არ უზრუნველყო სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი ამ კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

10.ლიცენზიის გამცემმა ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა უნდა დაასაბუთოს.

11.ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით დადგენილი წესით და მტკიცდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 26 თავით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3457 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3616 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №124 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი ადგენს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დასაკმაყოფილებლად და განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის. 2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ლიცენზიის მფლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებამდე ლიცენზიის სრულად ან ნაწილობრივ (მათ შორის, კონკრეტულ მისამართზე) შეჩერების შესახებ. 4. თუ ლიცენზიის შეჩერებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებამ, ლიცენზიის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით ლიცენზიის მფლობელისთვის ლიცენზირებადი საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების შესრულება. 5. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების შესახებ. 6. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ლიცენზიის შეჩერების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობის აღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო ლიცენზია − აღდგენილად. 7. ლიცენზიის შეჩერების შემდეგ დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე 5 სამუშაო დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. 8. თუ ლიცენზიის გამცემი მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე, მისი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ჩაჰბარდეს/გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში. სასამართლო საქმეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 26 თავით დადგენილი წესით განიხილავს. 9. თუ ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელმა არ უზრუნველყო სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი ამ კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ. 10. ლიცენზიის გამცემმა ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა უნდა დაასაბუთოს. 11. ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით დადგენილი წესით და მტკიცდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 26 თავით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3457 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3616 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №124 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №115 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 ივლ. 2005 – 1 აგვ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁸82234¹1636¹44⁵25738161222¹
მნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…მაუწყებლობის შესახებნავთობისა და გაზის შეს…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს ადმინისტრა…კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №129 · ბოლოს შემოწმდა