Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანავთობისა და გაზის შესახებმუხლი 25⁸

ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 25⁸. საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს საქმიანობა ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ექვსი თვით ადრე წერილობით შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.

2.ავარიის შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს საქმიანობა, გამოასწოროს ავარიის შედეგები, დროულად და ეფექტიანად აღმოფხვრას ავარიით მიყენებული ზიანი, საქმიანობის ლიცენზიისა და სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ და წარუდგინოს დეტალური ანგარიში.

3.სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონის შესაბამისად, მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და საქმესთან დაკავშირებული ფაქტების განხილვის საფუძველზე.

4.სააგენტოს უფლება აქვს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს შეუწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება, თუ იგი: ა) არ ასრულებს საქმიანობის ლიცენზიის რომელიმე პირობას; ბ) არ იცავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის სტანდარტებს; გ) არ ასრულებს სააგენტოს სამართლებრივ აქტებს; დ) არ ასრულებს ამ კანონის ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

5.საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს წერილობითი შეტყობინება ეგზავნება საკითხის განხილვამდე 30 დღით ადრე. მასში მითითებული უნდა იყოს: ა) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზი; ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მოქმედების ან უმოქმედობის დეტალური აღწერა, რომელიც საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველია; გ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის შემდგომი ქმედება, რომელიც საჭიროა საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზის გამოსასწორებლად ან აღმოსაფხვრელად.

6.საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დაესწროს სააგენტოს მიერ ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის საკითხის განხილვას და დაიცვას თავისი უფლებები.

7.საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის საკითხის განხილვიდან 10 დღის განმავლობაში სააგენტო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

8.საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის პერიოდში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ეფექტიან, უსაფრთხო და ოპერატიულ დახურვას. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების დახურვისა და მიტოვებისათვის, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოძრავი ქონების აღებას, საქმიანობის ფართობის აღდგენასა და დამუშავებას საკუთარი სახსრებით.

9.ნებისმიერ დროს, მათ შორის, საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის პერიოდში, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ინარჩუნებს მისთვის საქმიანობის ლიცენზიით, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სააგენტოს ნორმატიული აქტებით, დაკისრებულ ვალდებულებებს (მათ შორის, გარემოს დაცვისა და დაზიანებული მიწის აღდგენის ვალდებულებებს), ფინანსურად აგებს პასუხს ზიანისთვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვა), რომელიც გამოწვეულია საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით.

10.ამ მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრულ ფინანსურ ვალდებულებათა შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააგენტოსთან ერთად შექმნილ სალიკვიდაციო ფონდში წინასწარ გადარიცხოს აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დასაფარავად საკმარისი თანხა ან სააგენტოს წარუდგინოს აკრედიტივი ამ თანხის გადახდის შესახებ. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 30 მაი. 2006
წინა მუხლი 25⁷შემდეგი მუხლი 25⁹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-12 · №33

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2006-05-30
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁹საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა
  • 25¹⁰საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები
  • 8⁸ანგარიშვალდებულება და სანქციები

მაუწყებლობის შესახებ

  • 73ლიცენზიის მოქმედების შეჩერება

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 15ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება
  • 17განსაკუთრებულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების მარეგულირებელი წესი
  • 14ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 16საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 22საქმიანობის შეწყვეტა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 16ლიცენზიაში ცვლილების შეტანა და ლიცენზიის გაუქმება

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 9ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიის გაუქმება

დაზღვევის შესახებ

  • 27¹სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
151714925⁹25¹⁰8⁸1627¹73162225⁸
მნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებსამეწარმეო საქმიანობის…ნავთობისა და გაზის შეს…ლიცენზიებისა და ნებართ…სამრეწველო ემისიების შ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025