სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14²⁷. აღსრულების პოლიციელის სამსახურში მიღების (თანამდებობაზე დანიშვნის) გაფორმება. აღსრულების პოლიციელის ფიცი

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღსრულების პოლიციელის სამსახურში მიღება (თანამდებობაზე დანიშვნა) ფორმდება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2.აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ვალდებულია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულების პოლიციელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, თუ აღსრულების პოლიციელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც, ამ კანონის თანახმად, გამორიცხავს თანამდებობაზე მის დანიშვნას.

3.აღსრულების პოლიციაში პირველად მიღებული პირი დებს და ხელმოწერით ადასტურებს ფიცს: „ვაცნობიერებ საქართველოს წინაშე ჩემთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს, განუხრელად დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს და კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემი მოვალეობები!“. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №133 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 ნოე. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²14²⁶14²¹11¹⁰11¹²254404144441414²⁷
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…დანაშაულის პრევენციის,…პოლიციის შესახებპენიტენციური კოდექსიპროკურატურის შესახებსაჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა