პოლიციის შესახებ

მუხლი 41. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების წესი

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.

2.პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა/თანამდებობიდან გათავისუფლება სავალდებულოა ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა; ე) გარდაცვალება.

3.პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს/თანამდებობიდან გათავისუფლდეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის დროს; დ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ე) წოდებით ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ვ) სამსახურის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 ან 5-ზე მეტი სამუშაო დღით გაცდენის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) სხვა სამსახურში ან სამინისტროს სისტემის სხვა სტრუქტურულ დანაყოფში გადასვლის გამო; კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ან/და მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისთვის თავის არიდების გამო; ლ) სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო; მ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გათვალისწინებული ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; ნ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლაზე უარის თქმის ან/და მისი წარუმატებლად გავლის გამო, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტი პირდაპირ ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნას/თანამდებობიდან გათავისუფლებას; პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის ან მისი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო; ჟ) ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

4.სამსახურიდან დათხოვნილი/თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი ვალდებულია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემული მატერიალური ფასეულობები.

5.პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁶11²⁴1119424039¹32107108523041
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სამოქალაქო უსაფრთხოები…პოლიციის შესახებპენიტენციური კოდექსისაქართველოს ფინანსთა ს…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა