სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14²⁶. კონკურსი. აღსრულების პოლიციაში მიღებისას პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტები

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონკურსის გამოცხადების საფუძველია აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობის არსებობა.

2.კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესები, აგრეთვე საკონკურსო კომისიის უფლებამოსილება განისაზღვრება აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3.აღსრულების პოლიციაში მიღების მსურველმა პირმა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს უნდა წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა პირის აღსრულების პოლიციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთანავე, აღსრულების პოლიციაში მიღების მსურველ პირს შეიძლება მოეთხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრული, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენა. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №133 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 ნოე. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁴14²⁷14²11⁸11⁹3736404341634314²⁶
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…დანაშაულის პრევენციის,…პროკურატურის შესახებპოლიციის შესახებსაჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა