Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 14²¹

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14²¹. აღსრულების პოლიციელი

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.აღსრულების პოლიციელი (გარდა აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილისა) არის პროფესიული საჯარო მოხელე. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

2.თუ ამ კანონით, აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი, აღსრულების პოლიციელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებულ კონკურსთან, თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის გაფორმებასთან, აგრეთვე თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებული ნორმები.

3.აღსრულების პოლიციელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება. აღსრულების პოლიციელის სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობების შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები, განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

4.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს აცვია სამსახურებრივი ფორმა, რომლითაც მას აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. აღსრულების პოლიციელს ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობა.

5.აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხი წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

6.აღსრულების პოლიციელისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.

7.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელი შეიძლება აღჭურვილი იყოს სამსახურებრივ ფორმაზე (ტანსაცმელზე) დამაგრებული, ჩართული ვიდეო- და აუდიოაპარატურით, რომლის გამოყენების წესი დგინდება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით.

8.აღსრულების პოლიციელს ეკრძალება: ა) სამსახურში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა; ბ) აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებში, მონაწილეობა; გ) სამსახურებრივი ავტომანქანის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ან/და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. სამსახურებრივი ავტომანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩადენად (ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია აღსრულების პოლიციელისა და აღსრულების პოლიციის/აღსრულების ეროვნული ბიუროს დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ); დ) გაფიცვა და მასში მონაწილეობა; ე) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა; ვ) საჯარო მოსამსახურის სტატუსთან შეუთავსებელი სხვა საქმიანობის განხორციელება.

9.აღსრულების პოლიციელი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. პირს, რომელიც აღსრულების პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია, აღსრულების პოლიციელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური შეხედულებით მოქმედებდეს.

10.აღსრულების პოლიციელის უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესით. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

წინა მუხლი 14²⁰შემდეგი მუხლი 14²²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-10-13 · №133

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14²აღსრულების პოლიციელი
  • 14²⁸აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა
  • 14²²აღსრულების პოლიციელის სამართლებრივი დაცვა

პოლიციის შესახებ

  • 4პოლიციის ორგანიზაციული მოწყობა
  • 48პოლიციელის სამართლებრივი დაცვა
  • 59პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობა

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 17პოლიციის თანამშრომელი
  • 19¹შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 16სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი

პროკურატურის შესახებ

  • 83სახელმწიფო სპეციალური წოდებები და მინიჭების წესი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 6სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები

პენიტენციური კოდექსი

  • 26მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1719¹14²14²⁸14²²16448596832614²¹
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…პოლიციის შესახებფინანსური პოლიციის შეს…სახელმწიფო დაცვის სპეც…პროკურატურის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026