1.სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება: ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა; ბ) მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; ე) (ამოღებულია - 11.12.2015, №4628) ; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2.აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს: ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას − სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე; დ) ამ კანონის 18 4 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადებისას − საქმის წარმოების განახლებამდე; ე) ამ კანონის 18 3 მუხლით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების მხარის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით; ვ) ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 4 1 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას − ამ ვადის ამოწურვამდე; ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ( ძალადაკარგულია „ზ" ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კოტროლის გარეშე) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/2/596 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.
3.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე.
4.საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ აჩერებს აღსრულებას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. თუ რეზოლუციის რეჟიმი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც უფლებამოსილია განაახლოს წარმოება. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3437 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.244 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3383 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/2/596 - ვებგვერდი, 12.10.2016წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5657 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება:ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა;ბ) მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე;გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე;დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;ე)(ამოღებულია - 11.12.2015, №4628);ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.2. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს:ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას;ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით;გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას − სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე;დ)ამ კანონის 184მუხლითგათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადებისას − საქმის წარმოების განახლებამდე;ე)ამ კანონის 183მუხლითდადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების მხარის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით;ვ)ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41პუნქტებითგათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას − ამ ვადის ამოწურვამდე;ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით.(ძალადაკარგულია „ზ" ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კოტროლის გარეშე)-საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30სექტემბრისგადაწყვეტილება №1/2/596 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუსაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისშესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე.4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ აჩერებს აღსრულებას„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისადა„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისშესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. თუ რეზოლუციის რეჟიმი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც უფლებამოსილია განაახლოს წარმოება.საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3437 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.244საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.საქართველოს 2015წლის20მარტის კანონი №3383- ვებგვერდი, 31.03.2015წ.საქართველოს 2015 წლის 11დეკემბრის კანონი№4628- ვებგვერდი, 29.12.2015წ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30სექტემბრისგადაწყვეტილება №1/2/596 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5657 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №96 · ძალაშია 31 დეკ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 15
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
36-ე მუხლის პირველ პუნქტში, მესამე პუნქტის წინ, აისახა მითითება „ზ“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულობაზე, რომელიც სასამართლო კონტროლის გარეშე აღსრულების შეჩერებას უშვებდა.
36 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულია „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც უძრავი ქონების შემძენის განცხადებით დაწყებული წარმოების შეჩერებას ეხებოდა.
· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შეჩერების საფუძველი ახლა მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის განხილვაა საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
· გამოქვეყნდა 23 მარ. 2012
36-ე მუხლის მე-3 პუნქტში გამგეობის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა შეიცვალა კენტი, მინიმუმ სამი წევრის წესით, რაოდენობას კი მინისტრი განსაზღვრავს.
· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011
პირველ პუნქტში სასამართლოს შეჩერების ვალდებულება უფლებამოსილებად ჩამოყალიბდა. „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში შეჩერების ვადები დაზუსტდა, ხოლო „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით ორი ახალი საფუძველი დაემატა.
· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტში „აღმასრულებლის“ ნაცვლად ჩაიწერა „აღსრულების ეროვნული ბიუროს“, „ა“ ქვეპუნქტში ვადა „3 თვედ“ ჩაიწერა, ხოლო მე-2 პუნქტს დაემატა შეჩერების ორი ახალი საფუძველი („დ“ და „ე“).
· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009
36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში კრედიტორის მოთხოვნით შეჩერება სამ თვემდე ერთჯერადად არის დაშვებული.
· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008
36-ე მუხლის ძველი ტექსტი გახდა პირველი პუნქტი: მოვალის გარდაცვალება ამოღებულია სავალდებულო შეჩერების საფუძვლებიდან და ქვეპუნქტები გადანომრილია, ხოლო მე-2 პუნქტი აღმასრულებელს აძლევს შეჩერების უფლებამოსილებას სამ შემთხვევაში.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
· გამოქვეყნდა 31 ივლ. 2006
36-ე მუხლში ამოღებულია „დ“ ქვეპუნქტი, რომელიც სასამართლოს აღსრულების შეჩერებას ავალდებულებდა მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცელზე დასაშვები დავის აღძვრისას დავის გადაწყვეტამდე; დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.
36-ე მუხლში შეჩერების საფუძვლები ახლებურად ჩამოყალიბდა და თითოეულ საფუძველს განესაზღვრა შეჩერების ხანგრძლივობა; მე-2 პუნქტის წესი გადავიდა „ვ“ ქვეპუნქტში.
36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეჩერების პირობა შებრუნდა: წარმოება შეჩერდება, როცა უფლებამონაცვლეობა დაიშვება.
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა